რატომ არ უნდა მოვიტყუოთ… თურმე ცხვირს რამდენი რამ სდომებია…
ამ ფორუმ.გე-ს გადამკიდე, უფრო სწორედ ერთი თემის, რინოპლასტიკით დავინტერესდი. მარტივად ვიტყვი – ცხვირის ოპერაციით. ამ დაინტერესებისას ისეთი დეტალები აღმოვაჩინე, რაზეც ადრე წარმოდგენაც კი არ მქონდა. მკითხავთ, მოგცლიაო. მაგრამ მოდერი ვარ და ისე გამოდის, ხანდახან გოგონების გაშველება მიხდება. ერთი სიტყვით, დამაინტერესა, მაინც რა არის ეს ცხვირის ოპერაცია და როგორც წესი ჩემს საყვარელს ინტერნეტს მივმართე.



