ფსიქეას ბლოგი

De omnibus dubito!

რეკლამა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს…

კვალავ განვაახლე ჩემი ბლოგი და მსურს მთელი ციკლი შემოგთავაზოთ სტატიებისა ერთიანი რუბრიკით – „რეკლამა, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს…

მიუხედავად იმისა, რომ ქართული სატელევიზიო ეთერი დახუნძლულია ქართული სარეკლამო პროდუქციით, საკმაოდ ცოტა რეკლამა დამამახსოვრდა. რატომ? ნურც ზედმეტ პრეტენზიულობაში ჩამითვლით და არც ზედმეტად ჭირვეული გეგონოთ, მაგრამ ქართული რეკლამა ნამდვილად განიცდის ხარისხიანი იდეების ნაკლებობას. სრულიად შეგნებულად არ ვხმარობ უკვე სამწუხაროდ გაცვეთილ „კრეატიულს“, ვინაიდან ნამდვილად შემოქმედებითი სიახლე, აი, წარმოუდგენელი იშვიათობაა.

სწორედ ხარისხიანი იდეა გახლავთ რეკლამის ეფექტურობის უმთავრესი წინაპირობა. რეკლამა, რომელიც ძლიერ იდეაზეა აგებული უფრო იქცევს ყურადღებას, მომხმარებლის კეთილგანწყობასაც მალევე მოიპოვებს, უფრო დასამახსოვრებელი ხდება და რაც მთავარია, საშუალებას იძლევა დასახულ მიზანს უმცირესი დანახარჯებით მივაღწიოთ. Continue reading

April 3, 2012 Posted by | რეკლამა, ყველაზე კარგი რეკლამა | 10 Comments

ხვადი „თბილისის მერია“, „ნახმარი-უხმარი“ და ქართული „ლოგინის სურნელი“…

ამ ბოლო ხანებში სატელევიზიო თუ ჯერ კიდევ ინტერნეტ-სივრცეში გამოჩენილ ქართულ რეკლამებში ძალუმად იგრძნობა „ლოგინის სურნელი“…  ჰო, სწორედ ლოგინის და არა ეროტიზმის ან სიყვარულის ან სექსუალობის… ერთში „მტყვნელად“ /მომიტევეთ, ზუსტად შეესაბამება/ არც მეტი, არც ნაკლები „თბილისის მერია“ გვევლინება, ხოლო მეორეში სახმარ ობიექტად „მანქანა“… რა მნიშვნელობაა ეს „ნახმარი“ ობიექტი კაცის ნახმარი იქნება თუ ქალის? ორივეგან უხეშად „ნახმარია“. აი, ძალიან არ მიყვარს ბაბუა ფროიდის, ძია იუნგის და ბიძია ფრომის ან რაიხის მოშველიება ხოლმე  რაიმეს ანალიზისას, და მეცინება, სულ სექსუალობის, ლიბიდოს, სუბლიმაციის ან ქვეცნობიერში „რაღაცეების“ ძიება რომ ხდება ხოლმე გარკვეულ ტექსტებში… ჰოდა, ახლა ვინმემ რომ დამაბრალოს, „ინტელექტუალურად მასტურბირებო“, არ გავბრაზდები… მინდა თუ არ მინდა ჩვენს ფარულ სურვილებს უნდა შევეხო და რა ვქნა? Continue reading

November 3, 2010 Posted by | აბურდული-დაბურდული აზრები..., რეკლამა | , | 43 Comments

„მაგთი“, „ჯეოსელი“, ვიდეოთვალი და „დაბნეული მშობლები“…

რეკლამა იმისთვისაა, რომ კომპანიამ თავისი ახალი პროდუქტი გაგვაცნოს. ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გავიგეთ, რომ „მაგთიმაც“ და „ჯეოსელმაც“ თავის აბონენტებს ახალი მომსახურება შესთავაზეს – მესამე თაობის ტექნოლოგიებზე მომუშავე ვიდეოთვალი. „მაგთის“ რეკლამა უფრო ადრე გამოჩნდა, მაგრამ ხშირი ინტენსივობით არ გვაწუხებს და ინტენსიურად არ იკავებს სარეკლამო ტიხრებს. სულ მალე მას „ჯეოსელიც“ წამოეწია და მანაც გვაუწყა – დავნერგე ეს მესამე თაობის ვიდეოთვალიო. Continue reading

July 13, 2009 Posted by | რეკლამა | | 6 Comments

თქვენ „ფრანციცული“ კარგად გეკერკებათ? „ახლა მე ევროპეიჩესკი რომანს გიმღერავთ“

სოსისიის, რომ ქართულ სარეკლამო პროდუქციას ხშირად არაქართული სიმღერა გასდევს და აქტიურად გვესმის ინგლისური ენა რეკლამიდან, უკვე მივეჩვიეთ. როდის ან როგორ დამკვიდრდა ეს ჩვენ სარეკლამო სივრცეში, არ დავფიქრებულვარ, მიეჩვია თვალი და ყური ამ ამბავს მეტად… ზოგი ამბობს, არ უხდება რეკლამას ქართული სიმღერაო… რა ვიცი, რა ვიცი… იქნებ პრობლემა უფრო ღრმაა – შემოქმედთა კრიზისი ან… ზედმეტად ძვირი სიამოვნება იქნება ეს დამკვეთისათვის. ამდენად შემსრულებელიც აღარ იწუხებს თავს დიდად და ისევ ინგლისურენოვან ცნობილ ან უცნობ მელოდიას იყენებს… Continue reading

July 2, 2009 Posted by | რეკლამა | | 7 Comments

“აქსისი”… ყველაფერი კარგად იწყებოდა…

დღეს საღამოს, როდესაც სიცხისგან გათანგულმა ვირტუალურ სივრცეში დავიწყე ბორიალი, რაიმე ახალი საინტერესო მასალის მოსაძიებლად, როგორც ყოველთვის გუგლს მივმართე და საძიებო ველში „საიმიჯო რეკლამა“ ჩავწერე. გუგლმაც არ დააყოვნა და რაც ოდესმე უპოვია ამ სიტყვათშეთანხმებით მის „ობობას“ ქართულ ინტერნეტ სივრცეში, ყველა შესაძლო საიტი ამოატივტივა… ჩემი ყურადღება „24საათის“ ერთმა ძველმა სტატიამ -  „რეკლამის ეფექტურობას მისი კრეატიულობა განსაზღვრავს“ – მიიპყრო, რომელიც გასული წლის 29 ოქტომბრით არის დათარიღებული. საუბარი სამშენებლო ფირმების წარმომადგენლებთან იყო და რომელი ფირმა რა ტიპის რეკლამას ანიჭებს უპირატესობას…  პირველი კომპანია „აქსისი“ გახლდათ… ავკრიფე ჩემთვის ნაცნობი მისამართი, რომ კვლავ

აქსისის ვებ-გვერდი

დამეთვალიერებინა ამ კომპანიის ვირტუალური „ფრონტ-ოფისი“ და… დიახ, დიახ, მსგავსი სურათი დამხვდა….

Continue reading

June 29, 2009 Posted by | რეკლამა | | 3 Comments

ჩემი საყვარელი ლომი „თქვენთვის და თქვენთან ერთად“ …

გახსოვთ ალბათ, TBC ბანკის ცნობილი სლოგანი: „ჩემს გვერდით ჩემი ბანკია“… საქართველოს ბანკის ახალი სლოგანი – „თქვენთვის და თქვენთან ერთად“ რატომღაც ამ სლოგანის უხეშ პერიფრაზად მეჩვენება… არ ვიცი, შესაძლოა ვცდები, მაგრამ ჩემი ასოციაციური ჯაჭვი პირველად აქეთ წავიდა…

საქართველოს ბანკის ბოლო რეკლამას, მართლაც TBC-ის ეს სლოგანი უფრო მოუხდებოდა…  ხვდებით ალბათ, „ლომზე“ ვამბობ… მინდა თავიდანვე აღვნიშნო, „ვინდფორსის“ ეს ბოლო პროექტი ძალზე წარმატებულია მისი, ჩემი აზრით, წარუმატებელი წინა /BCI-ის რეკლამა/ პროექტის შემდეგ. Continue reading

June 26, 2009 Posted by | რეკლამა | | 6 Comments

წითელი ვაშლი გაგორდა, უხარისხო ვაშლი…/ისევ და ისევ რეკლამა/

ნებისმიერი რეკლამა მომხმარებელზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისათვის იქმნება.  რამდენად ეფექტურია ეს ზემოქმედება სხვადასხვა მეთოდებით განსაზღვრება. დამკვეთისათვის, ალბათ. უპირველესი განმსაზღვრელი ის უკუგებაა, რომელიც მისი პროდუქტის რეკლამირების შემდეგ მიიღო ან არ მიიღო. თუ გაყიდვები გაიზარდა და პროდუქტი პოპულარული გახდა, მაშასადამე რეკლამამ იმუშავა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ უკუგების შენარჩუნება.

ძალიან ხშირად, არის მცდარი წარმოდგენა, რომ რეკლამა მხოლოდ ერთგვარი ‘’ზომბირებაა’’ მომხმარებლის. ალბათ უმართებულო სიტყვა ვიხმარე, მაგრამ რეკლამა რომ ზემოქმედებისათვის იქმნება, ამაზე არა ვკამათობ. უბრალოდ ეს ზემოქმედება აუცილებლად მიზანმიმართული უნდა იყოს და ზუსტად უნდა იცოდეს თავისი სამიზნე ჯგუფი. რეკლამა არ უნდა იქმნებოდეს მხოლოდ რეკლამისათვის, ე.ი. არ უნდა იყოს მხოლოდ ‘’თვითკმაყოფილი’’ ‘’კრეატივშიკის’’ ნაყოფი. არადა ძალიან ხშირად ასე ხდება ქართულ სარეკლამო სივრცეში. Continue reading

June 4, 2009 Posted by | რეკლამა | | 3 Comments

ეს რეკლამა მოგწონთ?

- ეს რეკლამა მოგწონს?
- არანაირად…
- რატომ?
- უბრალოდ :)

დიალოგი მოგონილია, თუმც ხშირად გაიგონებთ მსგავსს… Continue reading

May 29, 2009 Posted by | რეკლამა | | 2 Comments

   

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 512 other followers