ეს რეკლამა მოგწონთ?

– ეს რეკლამა მოგწონს?
– არანაირად…
– რატომ?
– უბრალოდ🙂

დიალოგი მოგონილია, თუმც ხშირად გაიგონებთ მსგავსს…

ნამდვილად ვერ გეტყვით, როგორ ვითარდება ურთიერთობა ქართულ სარეკლამო ბიზნესში დამკვეთსა და შემსრულებელს შორის. თუმც, გამოგიტყდებით, მეტად მაინტერესებს ვინ წყვეტს რეკლამის ავკარგიანობას? როგორ ხდება რეკლამის მიღება?

რეკლამის ფსიქოლოგიური ეფექტურობის შეფასება სრულიად შესაძლებელია გარკვეული კვლევების საფუძველზე, მაგრამ ხშირად მასზე უარს ამბობენ – დროის და ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვსო. …და არავინ სვავს კითხვას: რა გარანტია მაქვს, რომ ჩემს მიერ რეკლამაში ჩადებული ფული წყალს არ გავაყოლე? მხოლოდ შემსრულებლის გამომგონებლობასა და ფანტაზიას ვენდო? ან იქნებ დამკვეთი მეტად თავდაჯერებულია თავის გემოვნებაში? ეტყობა ქართულ სივრცეში ასეა, თორემ ზოგიერთი რეკლამა, რომელიც აშკარად მიუღებელია საზოგადოებისათვის, ასე აქტიურად არ „შეგვაწუხებდა“…

არადა არსებობს ძალიან კონკრეტული კვლევის მეთოდები…. თუმც, მოდით შევეშვათ მათ და მხოლოდ მოწონება-არმოწონებას, შემსრულებლის ‘’კრეატივს’’ და დამკვეთის გემოვნებას დავეყრდნოთ… ეტყობა ეს არის ქართული სარეკმაო სივრცის მთავარი პრინციპი.

რეკლამა მის პოტენციურ მომხმარებელზეა გათვლილი, დამეთანხმებით უდავოდ… და რამდენად მუშაობენ ქართული რეკლამები მის მომხმარებელზე, ამას სხვა დროს ჩავუღრმავდები…