“ფაქტოიდები”

ფაქტოიდი ეს არის გაყალბებული (გადაუმოწმებელი, მცდარი ან გამოგონილი) ფაქტი, რომლის მიზანია შექმნას საზოგადოებრივი აზრი და მოახდინოს მისი მართვა. ოქსფორდის  ინგლისური ენის ლექსიკონში ის ასეა აღწერილი: ‘something which becomes accepted as fact, although it may not be true’ (რაღაც, რაც შეიძლება მივიღოთ როგორც ფაქტი, მაგრამ ის არ იყოს მართალი).

ტერმინი ხმარებაში ნორმან მეილერმა შემოიტანა, როდესაც 1973 წელს მერილინ მონროს ბიოგრაფია გამოაქვეყნა. მეილერმა ასე აღწერა ფაქტოიდი: „ფაქტები, რომლებიც არ არსებობდნენ ჟურნალსა თუ გაზეთში გამოქვეყნებამდეო“.

მინდა შენიშვნის სახით დავამატო, CNN-ის მოიხმარს ამ ტერმინს, ოღონდ სრულიად სხვა მნიშვნელობით, როგორც პატარა უმნიშვნელო ფაქტს.

მე კი, მას მუდამ მეილერის მნიშვნელობით გამოვიყენებ –  „ფაქტები რომლებიც რეალურად არ არსებობენ, მაგრამ თუ მასობრივი საინფორმაციო საშუალებით ის „ნამდვილობად’’ იქცევა, იწყებენ არსებობას და სათავეს უდებენ ათას ჭორსა თუ მართალს…

არადა როგორ გვიყვარს ეს გამოგონილი სიმართლე, გაცილებით ადვილად ვიჯერებთ, ჩვენი ხდება და მოგვწონს… ვითომ რატომაო? საკუთარ თავს ვპოულობთ ხოლმე თუ გვინდა ვიპოვოთ და ამის აღიარება არა გვსურს?.. პასუხი არ ვიცი, მაგრამ ფაქტოიდი ხანდახან უფრო ძლიერია ვიდრე ფაქტი…

როგორც მარკ ტვენი იტყოდა: „სანამ სიმართლე ფეხსაცმელს იცვამს, სიცრუე შემოირბენს ნახევარ დედამიწასო’’.