ხვადი „თბილისის მერია“, „ნახმარი-უხმარი“ და ქართული „ლოგინის სურნელი“…

ამ ბოლო ხანებში სატელევიზიო თუ ჯერ კიდევ ინტერნეტ-სივრცეში გამოჩენილ ქართულ რეკლამებში ძალუმად იგრძნობა „ლოგინის სურნელი“…  ჰო, სწორედ ლოგინის და არა ეროტიზმის ან სიყვარულის ან სექსუალობის… ერთში „მტყვნელად“ /მომიტევეთ, ზუსტად შეესაბამება/ არც მეტი, არც ნაკლები „თბილისის მერია“ გვევლინება, ხოლო მეორეში სახმარ ობიექტად „მანქანა“… რა მნიშვნელობაა ეს „ნახმარი“ ობიექტი კაცის ნახმარი იქნება თუ ქალის? ორივეგან უხეშად „ნახმარია“. აი, ძალიან არ მიყვარს ბაბუა ფროიდის, ძია იუნგის და ბიძია ფრომის ან რაიხის მოშველიება ხოლმე  რაიმეს ანალიზისას, და მეცინება, სულ სექსუალობის, ლიბიდოს, სუბლიმაციის ან ქვეცნობიერში „რაღაცეების“ ძიება რომ ხდება ხოლმე გარკვეულ ტექსტებში… ჰოდა, ახლა ვინმემ რომ დამაბრალოს, „ინტელექტუალურად მასტურბირებო“, არ გავბრაზდები… მინდა თუ არ მინდა ჩვენს ფარულ სურვილებს უნდა შევეხო და რა ვქნა?აი, თბილისის მაგარ „კაცურ საწყისში“ 37 მანეთიანი „ნოსტალჯის“ ნოტებსა ვხედავ. უფრო სწორედ „მითების“ ნოსტალგიას, ქერათმიანი ლამაზმანები რომ ასე ძალუმად განიცდიდნენ და უყვარდათ აღმოსავლეთის სურნელით გაჟღენთილი ქართველი კაცები… სულაც არ უარვყოფ, უყვარდათ ალბათ… და ქართველი კაცის „პატივმოყვარეობასაც“ ელამუნებოდა, რომ განსაკუთრებული და გამორჩეულია მამრთა შორის… ის კი ავიწყდებოდათ, მოფერებით გათანგულებს, რომ შესაძლოა სხვა არჩევანის შემთხვევაში სულ სხვაგან დაეწყოთ „აღმოსავლური სურნელის“ ძიება ქერათმიან ლამაზმანებს. ჰო, რა ქერათმიანს გადავეკიდე ერთი… მეტად საინტერესო დაკვირვებაა, აი ვასილისა პრეკრასნაია არსად არაა ქერათმიანი, ყველგან „გოლუბაგლაზაიაა“, ხოლო ჩვენი ზღაპრის მეფის ასული შავთვალა და ოქროსფერი ნაწნავებით… აბა მიდი და გაიგე… რას ვეძიებთ და სად, მზეს თუ უღრუბლო ცას…

თემას ავცდი… ლოგინს ვუბრუნდები… სწორედაც… აბა ამის იქით ჩვენი წარმოსახვა არ მიდის და… რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ქვეშაგებელს სულ „პწკიალი“ უნდა იყოს და შეულახავი და ბალიშ-საბანს „ბუნტყა“ არ უნდა გასდიოდეს… აბა იბრდღვნებოდეს როგორც კლიპში, ნახეთ თუ გაჩნდება ეს ნოსტალგია… მაგრამ, ჰოო, აქ გავჩერდი… თავს უფლებას ვერ მივცემ ვინმეს საძინებელში შევიხედო. ეს ყველას პირადი საქმეა, ინტიმია, ინტიმი… ნურც ჩემსაში დაიწყებენ ჭვრეტას და თითის მოშვერას, უი იცი ყველაფერი დალაგებული ქონდაო ან ისეთი არეული იყო, იქ თავის პოვნა არ უჭირდაო?

მაგრამ, აი ეს პირადული ვნება რომ საზოგადო ხდება და ვითომ კმაყოფილი ქალის ბედნიერი „კვნესები“, სინამდვილეში დაუკმაყოფილებელი საზოგადოების ერთგვარი ამოძახილია, მართლა მტკივა. უსაზღვრო „უკომლექსობა“ ისეთივე კომპლექსია, როგორიც ზღვარგადასული „კდემამოსილება“. ეს უფრო ფასეულობათა სრული ნიველირებაა საზოგადოებაში, რომელსაც ვეღარ გაურჩევია სად გაავლოს ზღვარი. არც ისაა დასამალი, რომ სწორედ სქესის ანუ sex-ის მომენტებზე ხაზგასმით საუბარი ყველაზე მეტად ესალბუნება ხოლმე ჩვენს დაუკმაყოფილებელ ქვეცნობიერ სურვილებს და ერთგვარ ეპატაჟსაც /ეპატაჟი – სკანდალური გამოხტომა; ქცევა, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ ნორმებს და წესებს. – ეს მათთვის ვისაც არ ესმის, შენიშვნა მომცეს და მხოლოდ ამიტომ ვამატებ/ შეიცავს. ჰოდა, მეტი არცაა საჭირო. საკმარისია საზოგადოება ალაპარაკდეს, რომ საქმეც გაკეთებულია. შევეხეთ დაფარულს, გამოვავლინეთ ჩვენი უსაზღვრო უკომპლექსობა, გული მოვიოხეთ, გემრიელად „მოვტყანით“, დავაკმაყოფილეთ თბილისის სტუმრები და მეტი რა გვინდა. საქმეც გაკეთებულია, ხელებიც დაგვიბანია.

აი, ერთი ჩემი ტექსტით შეურაცხყოფილი ქართველი მამრი რას მწერს ერთ-ერთ პოპულარულ ფორუმზე: „რითი ამტკიცებ რო არ ეუასებოდათ ქართველი კაცები და დღესაც არ ევასებათ ? ეგ ურბალოდ სენია აქ აბაზიანი ქალების შერქმის და ეგეთი სულელობები ……იქნებ ვინმემ თქვას რო სლავი და რუსი ქალები მახინჯები არიან ….და არცერთ სპეტაკს მამაკაცს თვალიც კი არ წაუვა მათკენ სენია აქ ასეთი ყველა ერთ ხმაში იჯმევინება აბა სხვა რა დაგვრჩენია საქმით ვეღარაფერს ვეღარ ვამტკიცებთ და ვილანძღებით დაბოღმილი დედაკაცებივით…..“. სტილი სრულად დაცულია. ვერ გავიგე გულწრფელად, ვინა ქმნის რუსი ქერათმიანებისგან „აბაზიან ქალებს“, ქართველი „დაბოღმილი მდედრები“ თუ საკუთარ განუხორციელებელ წარმოსახვებში დაკარგული ქართველი მამრები.

მართლაც საინტერესოა რაზეა გათვლილი ეს რეკლამა ან ვისზე? პოსტსაბჭოთა სივრცეზე? მხოლოდ ქალებზე? რა ვქნათ ახლა, ნეტა გერმანელ ან ფრანგ ქალებში ვინაა მამაკაცობის ეტალონი? უკვე დამტკიცებულია ქართველი მამრის ცნობიერებაში, რომ რუსის თუ უკრაინელი ლამაზმანის ოცნების უფლისწულია, თუ რეალში არა, ლოგინში მაინც… ჰოდა, ისევ ჩაკეტილ სივრცეში ვტრიალებთ, რომელსაც „სუსურუკუ“ ერქვა. იქნებ გამოვიდეთ მითების ტყვეობიდან და თვალსაწიერი გავაფართოვოთ?

ოჰ, წარმომიდგენია, რა თვითკმაყოფილებით იფშვნეტენ ხელებს კლიპის შემქმნელები, რა მუუაგარი რამ შევქმენით, ვიღაცას სული ავუფორიაქეთო. არადა, ეს მხოლოდ უგემოვნობაა და ფანტაზიის არქონა. მეტად ადვილია შემოაგდო თემა, რომელზედაც პირზე ხელის აფარებით გვიყვარს საუბარი, ვწითლდებით, ვჩუმჩუმელობთ, მაგრამ ხმამაღლა გვეშინია ვაღიაროთ, რომ მოფერებაც გვსურს, ბალიშ-საბნის დაბრდღვნაც და ხმამაღალი კვნესაც. მავანისთვის ეს მეტად პირადულია და სულაც არ უნდა ის საჯაროდ აქციოს, მავანისათვის კი მიუღებელი. სულ ერთია ვინ როგორ აღიქვამს ამ თემას, ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა, რომ სწორედ ეს ერთგვარად ტაბუირებული თემა კარგი საკბილოა „კრიატივშიკებისათვის“ და ჰგონიათ, მავანის გაღიზიანება მათ „შემოქმედებითობას“ მართლაც რამეს ჰმატებს. არადა, რეალურად პრობლემა ერთი მედლის ორი მხარეა – დაუკმაყოფილებელი საზოგადოება და მასზე მოთამაშე, თავად ამ საზოგადოების ჭეშმარიტი წევრი „კრეატივშიკები“. სულ ესაა, ამის ანიც და ჰოეც.

გაბღენძილ პენისიანი, ჭრელ ჰალსტუხიანი „ტბილისის მერია“ იქით იყოს და არანაკლებ საინტერესოა „ნახმარობა“ ქართულ სექ-ლექსიკონში. აი გულზე ხელი დაიდეთ და ისეთ თქვით, რამდენ ქართველ მამაკაცს არ გითქვამთ, ნუ გაგიფიქრებიათ მაინც, გრძელფეხება, გათქვირულ ძუძუებიან კაბაშემოტმასნილ „ციცოზე“ – ვაჰ რა სახმარიაო… კაი ბატონო, სახმარი თუ არა, რას „გაჟიმავდა“ ან „მოტყნავდაო“ ხომ გაგიფიქრებიათ? Make Love ყველას ავიწყდება. ქართული ლექსიკონი სექს-ლექსიკონი მეტად ფაქიზად გამოხატავს მამრის არა მხოლოდ სექსისადმი, არამედ ქალისადმი დამოკიდებულებას. ამდენად, რატომ გიკვირთ, როდესაც რეკლამაშიც ამაყად შემოდის „ნახმარობა-უხმარობის“ ცნებები? რატომ „უხმარი“ ავტომობილი და არა ახალი? აი, ეს არ მესმის. უკვე გაცვეთილ ნივთზე შეიძლება მართლაც გამოიყენო სიტყვა „ნახმარი ნივთი“, მაგრამ ახალზე რატომ „უხმარი“? იქნებ იმიტომ, რომ ე.წ. „უხმარი“, უბიწო ქალი, მამაკაცის პატივმოყვარეობას ესალბუნება. მოდი და ნუ ეძიებ ახლა ამ რეკლამაში „ქვეცნიობიერ“ ვნებებს ქართველი მამრისა. ყველა ზემოთქმული აქაც არ კარგავს აქტუალობას… „ვუღიტინებთ“ საზოგადოებას იქ, სადაც ყველაზე მეტად მგრძნობიარეა, ყველაზე მეტად დაუცველია და დაუკმაყოფილებელი…

ჰოდა, რეზონანსიც გვაქვს. მაგრამ ეს რეზონანსი კი განსაზღვრავს რაიმენაირად რეკლამის ხარისხს? რეკლამის ცნობადობა არ ნიშნავს, რომ რეკლამა მართლა მუშაობს როგორც რეკლამა და არა როგორც საზოგადოების კომპლექსებზე მოქმედი გამღიზიანებელი.

ვითომდა „გენდერული თანასწორობის“ დასაბალანსებლად, „ნახმარ-უხმარის“ „კრეატივშიკებმა“ რეკლამის ფემინური ვერსიაც შემოგვთავაზეს. და ჰოი საოცრებავ… ერთიანად აღმოხდათ „შეურაცხყოფილ“ ქართველ ქალებს აღფრთოვანების შეძახილები – „რა მაგარიაო“, „აი მასე გინდათო“, ხომ ყველაფერი ნათქვამიაო, ჩვენ თუ „ნახმარები“ ვართ, თქვენ… ნეტში გავრცელებულ ვერსიაში, კლიპის ბოლოს ტექსტია – „შენ რა ყველაფერი უნდა გივარდებოდეს“, შემდეგ გონი ეყოთ და ეს ტექსტი ამოიღეს სატელევიზიოში, ზედმეტად უხამსი იყო…

ჰოდა, არ გამინაწყენდეთ აღფრთოვანებულო ქალბატენებო, საქალბატონეებო და უბრალოდ გოგონებო… აი, არანაკლებ შეურაცხმყოფელია დაუკმაყოფილებელი, გაღიზიანებული, განუხორციელებელი, დაუცველი, აგრესიული ქალის პორტრეტი „ნახმარზე“… ურთიერთობას ყოველთვის ორი აგებს, ცალმხრივი არაფერია სასურველი… ჰოდა, თუ ქალს არ ძალუძს სრულჰყოს კაცი, თავდაჯერებულობა მიანიჭოს მას, გვერდით კაცად აღიქვას, მაშინ რატომ ირჩევთ? იქნებ პრობლემა ჩვენშიაც არის? “+/-“-ის გარეშე წრედი არასოდეს იკვრება. ჰოდა, თუ შენს კაცს „უვარდება“, ეს შენი ბრალიცაა…

აი, წრედიც შეიკრა მგონი. სანამ საზოგადოებაში სქესთა ეს დაუნდობელი ქიშპი და ბრძოლა იქნება ვინ არის დამნაშავე, ვინ უფრო მაგარი, უხმარი თუ ნახმარი, სანამ სხვის საძინებელში ჭუჭრუტანიდან ყურებას არ გადავეჩვევით, ყოველთვის ექნება ე.წ. კრეატივის „მამებს“ საკბილო ჩვენს გაუცნობიერებელ თუ ზოგჯერ გაცნობიერებულ კომპლექსებში. რაც ალხანა ის ჩალხანაო…

კიდევ კარგი არ დამავიწყდა… აი, პლაგიატს რომ ვერ გადავეჩვიეთ, შეიძლება უბრალოდ გავატაროთ და „დავიკიდოთ“, მერე რაო… ამ ჩვენსას „განსაკუთრებული სანელებლები აქვსო“, ჩვენი „გაპწკრიალებული“ ლოგინიო…

ამიტომაც, დიდად ნუ გავბრაზდებით, როდესაც რეალური „კრეატივის“ უკან მეორადი ან უკვე კარგად „ნახმარი“ იდეა გვრჩება ხელში…

——-

 

ავტორი: psiqea

ePR Expert

43 thoughts on “ხვადი „თბილისის მერია“, „ნახმარი-უხმარი“ და ქართული „ლოგინის სურნელი“…

  1. “რატომ გიკვირთ, როდესაც რეკლამაშიც ამაყად შემოდის „ნახმარობა-უხმარობის“ ცნებები? რატომ „უხმარი“ ავტომობილი და არა ახალი? აი, ეს არ მესმის. უკვე გაცვეთილ ნივთზე შეიძლება მართლაც გამოიყენო სიტყვა „ნახმარი ნივთი“, მაგრამ ახალზე რატომ „უხმარი“?”

    თუნდაც ამ ფრაზისთვის ვუძღვნი ავტორს ჩემს აპლოდისმენტებს :))

  2. ვაპირებდი კონტრარგუმენტები დამეწერა და მეთქვა, რომ ცოტა გადაჭარბებულია შედარებები.. მაგრამ მეორე რეკლამა არ მქონდა ნანახი ”ის ჩემთვის პირველი იქნება”.. ქართველი მაჩოს ოცნება 😀 რეკლამა პასუხობს საზოგადოების კომპლექსებს.
    ბოლო აკორდი კარგი იყო, პლაგიატობის შესახებ. არ მქონდა არცერთი რეკლამა ნანახი. სისხლში გვაქვს გამჯდარი რომ სხვას უნდა მივბაძოთ და გადმოვაკოპიროთ, ჩვენით ვერ ვბედავთ ტვინის განძრევას, განა არ შეგვიძლია, უბრალოდ ვერ ვბედავთ და ნელ-ნელა ბლაგვდება და გლუვდება ეს ”გენიოსი” ტვინი.

  3. ამ ყველაფერს ისეც ვფიქრობდი, მაგრამ ფსიქოლოგიურ ჭრილში განხილვა მომეწონა… 🙂 თურმე, ფორუმებზე და ონლაინ სივრცეში თამამი სექსუალური ფანტაზიების ფრქვევა ნიღაბი ყოფილა…

    სრულად ვეთანხმები იმ აზრს, რომ ზომაზე მეტი არც კდემამოსილებაა საჭირო და არც უკომპლექსობა. დარწმუნებული ვარ, ამ რეკლამის გადმომპლაგიატებლები თავს დადებენ, რომ ჩვენი ხსნა საყოველთაო სექსშია (? ანუ ძირს ქალიშვილობა), მათთვის ტაბუ არ არსებობს, მაგრამ მათი “შემოქმედება” შეიცავს საწინააღმდეგოს – სიტყვა “ნახმარს”, რომელიც დამამცირებელი ზედმეტსახელია, თუ ადამიანს უწოდებ.

    სანამ სექსუალურ რევოლუციას ვეღირსებით ჩვენთან, მანამ ეს და სხვა მსგავსი სიტყვები უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან… 🙂

  4. სამწუხაროდ, მართალი ხარ..

    კარგად დავამუღამეთ, რომ ტაბუირებულ თემებზე ლაპარაკი რეიტინგულია და ბოლომდე ვაწვებით..

    სიტუაცია, დაახლოებით, “ქლაბ შოუს” მახსენებს. იუმორში რომ ჭედავდნენ, უხამსობდნენ და ხალხი ხარხარით იხოცებოდა..

    მორალს არ ვკითხულობ, მეც მიქნია ასე..

    1. აქაც ზღვარია გასავლები… შესაძლოა “ქლაბ შოუმ” ეს გამოიყენოს… შესაძლოა, არ ვამბობ რომ მომწონს… მაგრამ როდესაც საუბარია ქალაქის რეკლამაზე, რომელიც უნდა ანახო “მსოფლიოს”, მომიტევე და ეს უკვე უხამსობაც აღარაა… არამედ სრული უციდონარობაა იგივე სარეკლამო ბაზრის ცოდნის. საკუთარი “კომპლექსები” ჩვენთან იყიდება, სხვაგან იყიდება? ეს “სხვაგან” მეტად შემოსაზღვრული სივრცე იქნება…

      1. მე კი მგონია, რომ საზღვარგარეთისთვის კაკ რაზ რომ მშვენიერია. სექსი კარგად იყიდება. ასე იყო და ასე იქნება. ტურისტების მოსაზიდად სექსით დაინტერესება მნიშვნელოვანია. რეკლამაში ირიბი მინიშნება, რომ თბილისში სექსია, უკვე მომგებიანია.
        აი, რამდენადაა თბილისში სექსი, ეს სხვა საკითხია. კომპლექსებზე და საქ. ბანკის რეკლამაზე ავტორის მოსაზრებას ვიზიარებ.

  5. კიდევ ერთი, “კრეატივშიკებს”, რატომღაც ჰგონიათ, რომ რაც უფრო მეტად გაიხდიან, უკომპლექსოების როლს მოირგებენ, ტრადიციებს ძველმოდურს უწოდებენ და ფეხქვეშ გათელავენ, შეაგინებენ, შეურაცხყოფენ ან დასცინებენ უმრავლესობისთვის პატივსაცემ პიროვნებას, იმავე უმრავლესობისგან წამოსული აღშფოთებული ენერგია მათ პიარს ხმარდება, ანუ პოპულარულები ხდებიან. 😐

    1. მე ვარ 🙂 ვერ დაგეთანხმები სექსზე… გააჩნია ბაზარს ზურა. თუ ყოფილ სუსურუკუს მიიჩნევ მარტო, შეიძლება ერთვარად იყოს მომგებიანი. მაგრამ მანდაც მეეჭვება უკვე… და იგივე წელს აი, სტატისტიკა ასაკობრივი უცხოელი ტურისტების როგორი იყო? კი ბატონო, ტურისტებზეა გათვლა? მომიტევე, მაგრამ ზამთარში ჩამოსულ ტურისტს მეეჭვება თბილისი აინტერესებდეს. მას აპლური ზონა უფრო მიიზიდავს და არა თბილის თოვლ-ჭყაპი.
      და აი, რა დააშავეს ტურისტმა კაცებმა? 🙂 ააა? თუ ,მარტო ქერა ლამაზმანები უნდა მივიღოთ? :))))) ბევრი სამიზნე ჯგუფი ამოვარდა ამ “კურო მერიის” გაპიარებით…
      ამდენად იდეა = 0. შესრულება არ მაინტერესებს უკვე 🙂 დღეს თბილისის მერიამ თავიდან აიცილა პასუხისმგებლობა. არადა, მეცინება ამაზე… და შეემცოდა კლიპის შემქმნელები… მთელი დარტყმა მათზე წავიდა. არადა, ეს დიდი ტყუილი მგონია… 🙂

      1. არა, მე ვამბობ არაბებზე, თუნდაც.. სავიზო რეჟიმიც იხსნება. არაბული ქვეყნებიდან სექსის საძიებლად აღმოსავლეთ ევროპა – მისწრებაა. ფულიც ბევრი აქვთ.
        ნუ, მერია და მისი ქმედებები ცალკე თემაა. არ ჩავუღრმავდები, თორემ დამიჭერენ 😀

  6. სანამ თაობები არ შეიცვლება მანამდე არაფერი ეშველება ამ პრობლემას , პრობლემა კი ქართულ მენტალობაშია , მენტალობა გამოსწორდება საღად აზროვნებას ადამიანი მიეჩვევა მაშინ ყველაფერს მივაღწევთ და გამოვასწორებთ არა და დავადგებით გადაშენების გზას.

    1. 🙂 ხელის მოჭრა არ ვიცი, მაგრამ… აი, დამკვეთები რომ ბაიბურში არ არიან არაფრის და შემსრულებელიც არ აკლებს ცხადია… მე რომ დამკვეთი ვიყო, და აღმოვაჩინო გადამღერება, ერთი თეთრი თუ გავიღო მათთვის. თითო თეთრს დავუთვლი “იდეინშიკებს”… ხშირად ფირმები იმაში სცოდავენ, რომ სარელამო კლიპი რაღაც განყენებული რამ ჰგონიათ. არადა, ეს ფირმის მთლიანი ფიარ სტრატეგიის მხოლო შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. მიწერი წინა ტექსტებში, რომ მხოლოდ რამოდენიმე გამართული ფიარ კამპანია მახსოვს ქართულ სივრცეში და მორჩა… დანარჩენი მხოლოდ “ხმაურიანი” ვიდეორგოლებია და მეტი არაფერი…
      ალაბთ, მსგავსი კულტურის და გემოვნების ჩამოყალიბებასაც დროს სჭირდება, ამის იმედს ვიტოვებ.

  7. So funny discussion 🙂

    ყველაზე მეტად მეცინება, როცა ერთ პოსტში რჩება ადგილი “ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლებოდა მოეფიქრებინათ” და “ეს რეკლამა უცხოურის პლაგიატია” ფრაზებისთვის. ცოტა რომ გამორიცხავს ეს ორი ერთმანეთს, კრიტიკის ჟინში ვერ ვუკვირდებით… 😀

    ყველაზე მარტივი ბანკისთვის იქნებოდა გვეთქვა – “სარეკლამო სააგენტომ რა იკადრა, აი აი აი”–თქო. BUT… რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ვინმესთვის, მე მჯერა რომ არანაირი პლაგიატი აქ არ მომხდარა. კი, ჰგავს. ძალიან. იმდენად, რომ ასეთი შთაბეჭდილება შეიძლება დარჩეს მაყურებელს. მაგრამ ვიცი, როგორ შეიქმნა ეს იდეა და შანსი არის უმდაბლესი, რომ მათ ამ უცხოური ვარიანტით ესარგებლათ.

    პლაგიატი თავად მეზიზღება. ვინც მიცნობს, იცის.

    სარეკლამო რგოლებს რაც შეეხება, არაფერი უხამსი იქ არ არის. სხვათაშორის, მაშინ როცა მხოლოდ მამაკაცის რგოლი ტრიალებდა, დიდი ნაწილი ქალები მიდიოდნენ ავტოსალონში 🙂 ორივე რგოლი ლაპარაკობს იმ ენით და იმ თემებზე, რაც აქტუალურია ამჟამად საზოგადოებაში. და კონკრეტულად აღწერს მძღოლის ურთიერთობას მანქანასთან. რა ვუყოთ, თუ ხშირად მანქანას ჩვენში აიგივებენ პიროვნებასთან, არქმევენ სახელებს, ეპყრობიან როგორც სულიერს? იგნორირება გავუწიოთ და საშუალოსქესიანი რგოლით ვარეკლამოთ პროდუქტები? :))

    ეს არის ჩემი პირადი აზრი. რასაკვირველია, განსხვავებულ აზრს პატივს ვცემ და დიდ მნიშვნელობასაც ვანიჭებ. ზუსტად ამიტომ, მეორე რგოლის გაშვებამდე, ინტერნეტში ჩემს მეგობრებში გამოკითხვა–ფიდბექის შეგროვებაც კი მოვაწყე, რომ მენახა რას ფიქრობენ. იყო პროფესიული კვლევებიც რასაკვირველია. ჩვენ ველოდით, რომ კლიპი იქნებოდა შესამჩნევი და გამოიწვევდა საუბრებს. საბოლოო ჯამში პროდუქტი ძალიან წარმატებულია, ბაზარი გამოცოცხლდა და სხვა ბანკებსაც მიეცათ მოტივი დაბრუნებულიყვნენ ავტოსესხების აქტიურ ბაზარზე. ჩვეულებრივი, “უმარილო” კლიპით ეს ვერ მოხერხდებოდა.

    1. დავით ნამდვილად არ ვიცი რა ურთიერთობა გაქვს ამ კლიპის “შამქმნელებთან” თუ “კრეატივთან”. არც არის ეს ჩემი ინტერესის სფერო… თუ კარგად იცნობ, ერთი რჩევა მიეცი, სანამ რაიმეს იდეის განხორციელებას დაიწყებენ, ნეტი გადაქექონ 🙂 ვაიდა ჩემნაირი მაწაკი გამოხტეს ვინმე? 🙂 საინფორმაციო საუკუნეში, სადაც ინფორმაცია ყველაზე ძვირი საქონელია, უბრალოდ “დანაშაულია” დიდი ცხვირი შეყოფილი არა გქონდეს ნეტში და “იდეებს არ იპარავდე” 🙂 დანარჩენი ყველაფერი “მწითური” დისკურსია…
      ახლა გავრბივარ, და დანარჩენზე როცა მოვიცლი მერე დავწერ… დღეს ძლიან დაკავებული ვარ:)

      1. იუთუბის ჩემი არხიდან გაქვს შემოტანილი ბანკის ორივე კლიპი პოსტში და რამე ურთიერთობა მექნება ალბათ ხომ? 😀

        კლიპის იდეა ეფუძნება საქართველოში გავრცელებულ გაადამიანებულ მიდგომას ავტომობილისადმი. აქედან გამომდინარე გაკეთდა მასთან განშორების თემაც.

        რაც შეეხება ნეტის გადაქექვას 😀 ეგ აკეთოს პიარსკოლამ 🙂 ბანკი რეკლამისგან ელოდება კონკრეტულ სეილ–შედეგს. რაც მიღწეულია, თანაც – გადაჭარბებით.

  8. გაიხარეთ პოსტისათვის! მე პირადად ამ ყველაფერს სხვა კუთხიდანაც ვხედავ, ცნობიერების, საზოგადოების კიდევ უფრო გარყვნის მცდელობა, განსაკურებით, მოზარდების 🙂 გულის ამრევი რეკლამებია და ბოდიშს ვიხდი, ამ სიტყვებისათვის, რომლებიც ახლა აქ უნდა დავწერო, მაგრამ ბარემ ასეთი სლოგანი გაეკეთებინათ: The City That Fu/cks You…. 😦 ისიც გასათვალისწინებელია, რომ თბილისი, არანაირად არაა City, ინგლისურის საწყის გაკვეთილებში ასწავლიან City-ის Town-ის მნიშვნელობას…. 🙂

    1. გულწრფელად გითხრათ, მსგავს რეაქციას არ ველოდი. ფორუმზე გახსნილი სამი თემის შემდეგ, სადაც სულ კომლექსიანი მეძახეს 😀 ავაკაკუნე კლავიატურა. კარგად ხედავთ, შეიძლება ვიღაცისთვის მეტად სასაცილო დისკურსი იყოს. განსხვავებული აზრი იმისთვისაა, რომ მიიღო ან არ მიიღო.
      ჩემთვის გასაკვირად, ბევრი დამეთანხმა. მეც ამ საზოგადოების წევრი ვარ ეტყობა… ჰოდა, ასე…

      1. ფორუმსაც გააჩნია 🙂 ალბათ თავად აქვთ კომპლექსები, რას ვიზამთ, ბრბო ჭრეალია და ზოგჯერ აღტაცებით იღებს ყველა უმსგავსობას, ეს პოსტი კი ვორპრდესის ყველაზე პოპლაურულ პოსტებში, პირველია, იქ ვნახე სწორედ 🙂

  9. მე მხოლოდ პლაგიატზე მოგახსენებთ, პლაგიატიც არის და პლაგიატიც, ბოლოს და ბოლოს ამის გრეშე მგონი უკვე შეუძლებელია იდეები ამოიწურა მგონი იდეათა სამყაროში, მაგრამ რომ იპარავ ეს ოხერი, იმაზე კარგად თუ არ გააკეთებ სხვის მოფიქრებულ იდეას ორიგინალს ბევრად მაინც ხომ არ უნდა ჩამორჩებოდეს არა? ბოლოსდაბოლოს აიღეთ და პირდაპირ გადმოიღე კადრი კადრში თუ ნიჭი არ გაქვს:)

  10. ერთი რამ გვავიწყდება ძალიან ხშირად – რას ემსახურება რეკლმანა (?).
    ჯერ ეს გავიხსენოთ ან შევისწავლოთ.

    იმშემთხვევაში თუ დამკვეთი და შემოქმედებითი რგოლი სინქრონულად აზროვნებს და იზიარებს კამპანიის (კომპანიისაც მისაღებია ამ შემთხვევაში) ამოცანებსა და მიზნებს;
    თუ ეს ორი ჯგუფი მართლაც ითვალისწინებს მომხმარებლის უნარჩვევებს არსებულ ბაზარზე;
    თუ ეს 2 სუბიექტი არ არის მოწყვეტილი სოციალურ რეალობას;
    თუ ყველა თავის ადგილზეა;
    მაშინ წარმატებული შედეგი და საკომუნიკაციო იდეის ორიგინალურობა გარანტირებულია.

    1 მთავარი რეცეპტი შემოქმედებითი რგოლებისათვის – ნაკლები დრო ატარეთ სარეკლამო ვებ-რესურსებზე, ეცით პატივი საკუთარ ენასა და მომხმარებლებს.
    პატივისცემით
    გიგა (919) 🙂

  11. სანამ დილით ადრე ადგომასა და შრომას არ მიეჩვევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი, მანამდე არაფერი გვეშეველება.

  12. საერთოდ, ცოტა არასწორად მიმაჩნია ქალაქის და ავტოსესხის კლიპების ერთ განხილვაში მოქცევა. ბანკის კლიპში არანაირი უხამსობა არ არის და ის რჩება ადამიანური ურთიერთობების ჩარჩოებში. ეს არის მანქანის გაადამიანურების გაშარჟება. მხატვრულ ნაწილზე როგორი კამათიც არ უნდა იყოს, რეკლამამ მისი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი ფუნქცია – გაეყიდა პროდუქტი, შეასრულა უნაკლოდ.

    P.S. ვინც ვერ ხვდება, რას ნიშნავს “უხმარი ავტომობილის სურნელი”, ჩაეწერეთ ტესტდრაივზე და ნახავთ. ბლოგის მიზნებისთვის შეიძლება წავიყრუოთ და ვთქვათ, რომ მაგ ფრაზა მკაცრად სექსისტურია, მაგრამ რეალურად ასეთი სურნელი არსებობს და ახალი მანქანის მყიდველთა უუუუუუდიდესი უმრავლესობა მას ახლის ყიდვის ერთერთ სასიამოვნო ფაქტორად ასახელებს – უსაფრთხოებასთან და საიმედოობასთან ერთად.

    1. აქ რამდენი დაწერილა. 🙂 მე უბრალოდ, საკმაოდ დაკავებული ვარ და მხოლოდ 3 წუთით შემოვდივარ აქ.
      ერთი კითხვა მაქვს. თქვით, რომ დაინტერესება ბანკის სერვისით ძალინ გაიზარდაო.
      კითხვა შემდეგშია: საქართველოს ბანკის გარდა სხვა რომელ ბანკს აქვს მსგავსი შეთაავზება მოსახლეობისათვის? თუ მონოპოლისტები არიან? ნუ მსგავსი სხვას არ აქვს და მონოპოლისტია, თავისთავად გაიზრდებოდა. აქ ორი აზრი არაა.
      კიდევ. მე მხოლოდ ჩემი აზრი დავაფიქსირე. უბრალო საინფორმაციო სივრცის მომხმარებლის და მეტი არაფერი… 🙂
      მე არავის ვავხვევ თავზე მას. ვისაც უნდა გაიზიარებს, ვისაც უნდა არა… ყველას ხედვის ერთნაირი პრიზმა ვერ ექნება. ამდენად, მე მიმაჩნია, რომ ახალ მანქანაზე უნდა იხმარებოდეს “ახალი” და არა “უხმარი”. აი, უხმარი კი შეიძლება ვიხმარო მაშინ, როდესაც პირსახოცი ერთხელ გარეცხილი მაინც არის, მაგრამ მეორედ ჯერ არავის უხმარია. 🙂
      და საინტერესოა სხვა ენებში როგორაა? ახალ ავტომობილზე რას ამბობენ – новый или неиспользованный? როდესაც გუგლში მივეცი “unused car”, ასეთი კითხვა გამომიტანა: Возможно, вы имели в виду: used car ?
      ნამდვილად, სულაც არ მინდა ყველა მეთანხმებოდეს… და ისიც დავწერე: ვიღაც “ინტელექტუალურ მასტურბაციად” ჩამითვლისთქო ნაწერს. 🙂
      P.S. გაგიკვირდება და არასოდეს ვათვალიერებ ვისგან მომაქვს რომელიმე ბმული იუთუბიდან… 🙂 არც არასოდეს ვაკომენტებ… მინდა ჩემს არხზე გადმოვიტანო, შეიძლება? 🙂

  13. რეკლამამ საუკუნეზე მეტი ინსტიტუციური სახე მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ რეკლამა, როგორც მედიცინა, დიზაინი, მარკეტინგი, ფილოსოფია და ინფორმატიკა აკადემიური დარგია და აკადემიურად უმაღლესში ისწავლება. ისწავლეთ ან როგორც მინიმუმ გადაიკითხეთ რეკლამის ფუძემდებლების ნაშრომები!

    რაც სარეკლამო იდეების მარაგს შეეხება, ვინც ფიქრობს, რომ ამოწურულია, გთხოვთ სხვა უფრო ამოუწურავ დარგებში გადაინაცვლოთ… ამით თქვენ ბაზარზე მხოლოდ სტანდარტული სიტუაციების არსებობას ამტკიცებთ, ეს კი მცდარი აზრია!
    პატივისცემით
    რეკლამის საფუძვლების ლექტორი

  14. რეკლამშიკი უნდა მოერგოს ადგილობრივ მენტალიტეტს, რომ მიზნებს მიაღწიოს. არ ვიცი ვისი ამოცანაა მენტალიტეტის შეცვლა, მაგრამ რეკლამშიკებისა ნაღდად არა. 😉

    ისე კი სახალისოა – ვორქშოფებზე მუდამ საუბარია ეთიკურ მარკეტინგზე, რომ არ შეიძლება თამაში ფობიებით, სტერეოტიპებით, კლიშეებით და ძალიან მაღალ სტანდარტებს უნდა შევწვდეთ და აღმატებულ მიზნებს ვსდიოთ…
    გამოხვალ კოფიბრეიქზე და იქ “პრივატულად” საუბარია იმაზე, რომ ეს ყველაფერი ბულშითია და მთავარი მიზანი არის გაყიდვების ზრდა იმ პროდუქტისა რის სტრატეგიასაც ვგეგმავთ.
    🙂

    როგორც კამიუ მაბობდა – წარმართობა – საკუთარი თავისთვის და ქრისტიანობა ყველა დანარჩებისთვის.

  15. კომენტარებში წავიკითხე, რომ თურმე მაგარი რეკლამა გამოუვიდათ და იმუშავაო. მაგრამ როგორც თემის ავტორმა თქვა, მონოპოლისტია საქსბანკი და მაგიტომ იმუშავა რეკლამამ, თორე ნორმალური კონკურენცია რომ იყოს, სხვა ბანკის მომსახურებით ვისარგებლებდი სწორედ ამ დებილური რეკლამის გამო…

    ეგრე “რაფაელოს” მისი დებილური რეკლამის გამო არ ვყიდულობ ხოლმე 🙂 არადა მომეწონა, ადრე რომ გავსინჯე…

    კიდევ, ვინც ფიქრობს, რომ ყველა იდეა ამოწურულია, წავიდეს და დაიძინოს, იქნებ სიზმარი ნახოს 🙂 ცხადია, მარტო ადამი იყო დარწმუნებული, რომ არავის იდეას არ იყენებდა, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ იდეებს ვერავინ ამოწურავს და ყოველთვის მოიძებნება რამე ახალი. ბანკის რეკლამა კი განსხვავდება ცოტათი უცხოური ანალოგიებისგან, მაგრამ მაინც პლაგიატია… 😐 იქაც ემშვიდობება მანქანას პატრონი და აქაც, ქართულში ისაა განსხვავება, რომ მანქანასთან სექსუალურ კავშირს ამყარებენ ლამის 🙂

  16. როგორც თემის ავტორმა თქვა, მონოპოლისტია საქსბანკი და მაგიტომ იმუშავა რეკლამამ

    არასწორად თქვა.
    არსებობს ალტერნატივა – გაყიდო შენი ნახმარი მანქანა და იყიდო უხმარი ყოველგვარი ბანკის გარეშე. ან გაყიდო შენი ძალიან ნახმარი მანქანა და ჩამოაყვანინო ნაკლებად ნახმარი იაპონიიდან. ან გაყიდო შენი ნახმარი მანქანა და ისარგებლო საზოგადოებრივი ტრანსპორტით. 🙂
    წესით ბანკის მიზანი უნდა ყოფილიყო კლიენტების მოზიდვა ამ არა-მისი სეგმენტებიდანაც.
    თუ ეს მოხდა – რეკლამას უმუშავია. თუ არა – ვერ უმუშავია.
    მარკეტინგულ სტრატეგიას და რეკლამას როგორც მის შემადგენელ ნაწილს.

    1. ბატონო ლორდ 🙂 სხვა მხარეს წახვედით… მე კი სულ სხვა რამ აღვნიშნე… მსგავსი სერვისი სხვა არცერთ ბანკს არ აქვს. და ეს სერვისი თუ საინტერესო იქნებოდა არა-მისი სეგმენტისათვის, დამიჯერე, უბრალოდ ერთი წინადადებაც, ინფორმაციული საკმარისი იქნებოდა გაყიდვების გაზრდისათვის, მაშინ როდესაც სხვა არცერთი ბანკი მსგავს მომსახურებას არ სთავაზობს კლიენტს.
      და ეს ჩემი ბოლო კომენტარი იქნება ამ სტატიაზე: აი, მაგრად მაინტერესებს 100 შემთხვევითი მოქალაქე /კარგი უკეთესია მძღოლი/ გავაჩერო ქუჩაში და ვკითხო – ახსოვს კი ამ სერვისის დასახელება? თუ ნახმარი/უხმარი 🙂
      ძალიან მაინტერესებს, რამდენს ემახსოვრება რაზე უნდა ჩაეწეროს 🙂
      ამდენად, მხოლოდ ეს იქნება ჩემთვის რეკლამის “სიკარგის” განმსაზღვრელი.

  17. Lord Vader, გაყიდო ნახმარი მანქანა, მით უფრო ძალიან ნახმარი მანქანა – ადვილი სათქმელია 😉 მე მყავდა ძალიან ნახმარი მაქნანა, რომელიც 700 ლარში ნაცნობს მივყიდე, ნაწილ-ნაწილ გადახდით. მერე გაფუჭდა, საქმეები აირია და აღარ იხდიდა ფულს… სულ ბოლოს 100 ლარი დამრჩა სუფთა მოგება იმ მანქანიდან 😛

    საერთოდ, ამ რეკლამამდე ადრე, ფეისბუქზე ვლაპარაკობდით, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ძველი მანქანების მოშორებას ახლებზე (და არა უხმარებზე :)) საბაჟო გადასახადის დაწევის მექანიზმითო. ეკატერინეს კედელზე იყო, ეს საუბარი…

Leave a reply to პოპი კომენტარის გაუქმება