ემოციების მატრიცა

არტ ლებედევი

12 ოქტომბერი 2006

ნებისმიერ ადამიანს უპრობლემოდ შეუძლია აჩვენოს სად მდებარეობს ზევით“ და „ქვევით“.

პრაქტიკულად ყველა დაეთანხმება იმას, რომ მიმართულება „წინ“ – მარჯვნივ იყურება, „უკან“ – მარცხნივ. დასავლურ კულტურაში ამ მოსაზრებას წერის მიმართულება, საათის ისრის სვლა (ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გამოგონება) ამყარებს, აგრეთვე ბევრი ადამიანი საკუთარი სიცოცხლის მსვლელობას გზად, წინ სვლად რომ შეიგრძნობს, ესეც.

შევათავსოთ ეს ოთხი ძირითადი მიმართულება, იმავდროულად გამოვსახოთ ვექტორების ჯამი, რაც შედეგად რვა მხარეს მოგვცემს.

მოდით ნუ მოვიხიბლებით ამ ოთხი მიმართულების სამყაროს ოთხ მიმართულებაზე მსგავსებით, ვინაიდან სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ სამყაროს: მონღოლისთვის „წინ“ ნიშნავს მოძრაობას სამხრეთისკენ, ხოლო რუსეთის ევროპული ნაწილის მცხოვრებისთვის სამხრეთი მდებარეობს „ქვევით“, იქ სადაც ყირიმია (და არა მაგალითად კუბა).

ჩვენს სქემაზე ჩანს, რომ „ზევით“ და „წინ“ ვექტორების ჯამი წარმოადგენს მარჯვენა ზედა კუთხისკენ მიმართულებას. ეს ორგანზომილებიან სივრცეში მოძრაობის მიმართულების ყველაზე „პოზიტიური“ კუთხეა. საპირისპირო მხარეს, შესაბამისად ყველაზე „ნეგატიური“ კუთხე მდებარეობს. სწრაფვა ზედა მარცხენა კუთხისკენ შეიძლება განვიხილოთ ზემოთ მოძრაობად, მაგრამ „არსაით“, ხოლო მარჯვენა ქვედა კუთხე – სწრაფვა „წინ უფსკრულისკენ“. ობიექტი, რომელიც კომპოზიციის შუაშია, როგორც წესი, მშვიდია და კომპოზიციის სიმეტრიულობას ამყარებს.

მოდით შევხედოთ ემოციების მატრიცას მთლიანობაში.

თავიდანვე გავაფრთხილებ მკიხველს, რომ ემოციების მატრიცა ყველაფერს არ უდნა მივუსადაგოთ – არსებობს უამრავი გამონაკლისი და კერძო შემთხვევა. მაგალითად, თუ ქაღალდის ფურცლის მარჯვენა ქვედა კუთხეში მოვათავსებთ კომპანიის ლოგოტიპს (ათი რეკლამიდან რვაზე ლოგოტიპი იქაა განთავსებული), სულაც არ ნიშნავს რომ ეს რაიმე ნეგატიურს გამოხატავს. პირველი, ერთ ფურცელზე შესაძლოა რამდენიმე კომპოზიცია იყოს. მეორე, ყველა ობიექტი არ შეიძლება კომპოზიციის ნაწილი იყოს. მესამე, სტატიკური ობიექტებისადმი ეს მატრიცა გამოუსადეგარია (საჭიროა სხვა მატრიცების გამოყენება, მათზე – სხვა დროს).

ჩვენთვის ცნობილია ბიზნესის მმართველის სურვილი ყველა შესაძლო საშუალებით მოყვეს საკუთარი წარმოების მიღწევებზე. ამაში მას სარეკლამო სააგენტოები და სტუდიები ეხმარებიან. ყველაზე პრიმიტიულ დონეზე არის წარმოდგენა, რომ მსუქანი შრიფტი კომპანიის სანდოობას განსაზღვრავს, რომ წარწერა რომელიც მთელ სივრცეს იკავებს, უფრო თვალსაჩინოა წარწერაზე, რომლის ირგვლივაც ჰაერია, რომ „მთავრული“ უფრო სოლიდურად გამოიყურება, ვიდრე „ნუსხური“ და ა.შ.. ყველა ეს მცდარი წარმოდგენა ახასიათებს დაბალი გარჩევადობის მქონე ადამიანს. უფრო მაღალ დონეზე, აზრის გადასაცემად სხვა ინსტრუმენტებს იყენებენ.

ამიტომ, ძალიან ფაქიზად (ისე რომ შამანობასა და მისტიციზმში არ გადავვარდეთ) ემოციების მატრიცას ორი ნავთობის კომპანიის – უცხოური და  სამამულო – ლოგოტიპის მიმართ გამოვიყენებთ.

იუკოსის ლოგოტიპი დავანაწევროთ ურთიერთსაპირისპირო მიმართულებებით. თეთრი დიაგონალები მიისწრაფვიან მარცხენა ქვედა კუთხისკენ. ისი რომ ვიგულისხმოთ, რომ დიაგონალები საპირისპირო მხარეს მიდიან, იქ მათ აწვება ყვითელი სამკუთხედი, რომელიც ერთ წამში ქვემოთ დაცურდება. ნიშანი კლიენტს უდავოდ მიაწოდეს „ყველაზე მყარი გეომეტრიული ფიგურის“ ლეგენდით, მაგრამ ეს იდეა მთლიანად დისკრედიტირებულია პირამიდის სამი შემადგენელი სამკუთხედის წვეტიანი კუთხეებით, რომლებიც მიმართულია ქვემოთ. მსუქანი შრიფტით დაწერილ ასომთავრულ ასოებსაც არ შეუძლია შეაკავოს მსგავსად „დაფანტვადი“ კონსტრუქცია.

„ბი-პის“ ლოგოტიპი სრულიად საწინააღმდეგოა. აქ ჩვენ ვხედავთ სიმეტრიულ, მშვიდ, ექსტრავეტულ, ყვავილოვან-მზიან კომპოზიციას, რომელიც ორი პოზიტიური სხივით მიმართულია სახელწოდების ორი ნუსხური ასოსკენ. ეს არის დინამიკა, რომელიც სუპერსიმშვიდეს ამყარებს.

მოუმზადებელი მაყურებელიც კი მიხვდება განსხვავებას „გადაღუნვასა“ და „აყვავებას“ შორის – ისინი ნიშნებია დაპროგრამირებული.

რაზეც გსურთ დაგენიძლავებით: როდესაც კორპორაცია „მიგის“ საქმეები კარგად წავა, ისინი ახალ ლოგოტიპს შეუკვეთავენ, ჩიტის მიმართულებას შეცვლიან, და რაც მთავარია, მარცხნივ გადახდილი ასოების გამოყენებას შეეშვებიან (რაც საერთოდ არაბუნებრივია).

ახლა კი გავისეირნოთ ქალაქში და შევხედოთ, როგორ იყენებენ ემოციების მატრიცას ისინი, ვინც პროფესიულად უდგება ემოციებზე ზემოქმედებას.

ტექსტის დედანი