გამოკითხვა: ქართული სამედიცინო რესურსები

რეპროდუქციული ჯანმრთელობა – ეს არის ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა, რომელიც ცხოვრების ყველა ეტაპზე  რეპროდუქციულ სისტემასთან არის დაკავშირებული. რეპროდუქციული ჯანმრთელობა გულისხმობს, რომ ადამიანს აქვს უნარი გააჩინოს შთამომავლობა, აირჩიოს სად და როგორ, რა პირობებში და რა სიხშირით გააკეთოს ეს, ქონდეს დამაკმაყოფილებელი და უსაფრთხო სექსუალური ცხოვრება. ამაში იგულისხმება ქალთა და მამაკაცთა უფლება, მიიღონ ინფორმაცია და ხელი მიუწვდებოდეთ ოჯახის დაგეგმვის უსაფრთხო, ეფექტიან, ხელმისაწვდომ და მისაღებ მეთოდებზე, აგრეთვე, ჯანდაცვის შესაბამისი მომსახურების მიღების უფლება, რაც ქალებს აძლევს ორსულობის პერიოდისა და მშობიარობის უსაფრთხოდ გადატანის საშუალებას.

რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა განისაზღვრება როგოც ერთობლიობა მეთოდების, საშუალებების, ტექნოლოგიების და მომსახურების, რომლებიც ხელს უწყობენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტითა და თავიდან აცილებით. ის აგრეთვე გულისხმობს სექსუალურ ჯანმრთელობასაც, რომელიც გულისხმობს პიროვნებებს შორის ურთიერთობების სრულყოფას, და არა მხოლოდ კონსულტაციებს და მკურნალობას სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე და მათგან თავდაცვაზე.

მიუხედავად ინტერნეტ საინფორმაციო სივრცის მეტ-ნაკლები გაჯერებისა სამედიცინო ინფორმაციით, ქართულ ინტერნეტ-სივრცეში არ არის ერთიანი საინფორმაციო რესურსი, რომელიც ერთად შეკრებს ყველა პრობლემას, რომელიც დაკავშირებული იქნება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან, უსაფრთხო დედობასთან, რეპროდუქციული ორგანოების ონკოლოგიური დაავადებების სკრინიგთან, ბავშვის ჯანმრთელობასთან. უმეტესწილად საზოგადოების არაინფორმირებულობა ბევრ საკითხებში, მისი განათლების დაბალი დონე წინაპირობაა უკვე დაგვიანებული მკურნალობისათვის.

ამიტომ, მიიღეთ ამ გამოკითხვასი მონაწილეობა:

https://spreadsheets.google.com/viewform?formkey=dHIwazlNTFdtd01iVWIxNHdQYllXT1E6MQ