თირეოიდექტომია “ჰარმონიკის” სკალპელით

საქართველოში ბოლო დროს ძალზე გახშირდა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები. ადამიანურად გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ და რასაც ვუწოდებთ ხოლმე –  ჩიყვი. საქართველო იოდდეფიციტის გეოგრაფიულ ზონად ითვლება. ერთ-ერთი მიზეზი ამ პათოლოგიის ასე გავრცელებისა სწორედ იოდდეფიციტია. მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, არა ერთადერთი. საბოლოოდ, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მსგავსი გავრცელების მიზეზი სტრესი, გარემოს დაბინძურება, მძიმე მეტალებით დაბინძურება, ვირუსული ინფექციები და ა.შ. შეიძლება იყოს იოდის დეფიციტთან ერთად.

დავუბრუნდეთ იოდის დეფიციტისა და ორგანიზმისთვის მისი არასაკმარისი მიწოდების ყველაზე ხშირი გამოვლინებაა დიფუზური (მთელი ფარისებრი ჯირკვლის გადიდება) ეუთირეოიდული (არატოქსიური) ჩიყვი, მიმდინარე ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის გარეშე. იოდის დეფიციტის პირობებში ფარისებრი ჯირკვლის გადიდება კომპენსატორული რეაქციაა, „სამშენებლო მასალის“ – იოდის ნაკლებობის პირობებში თირეოიდული ჰორმონების საკმარისი რაოდენობის სინთეზის უზრუნველსაყოფად. იოდის დეფიციტის ყველაზე ხშირი გამოვლინება კვანძოვანი ჩიყვის განვითარება გახლავთ. ქალებში კვანძები 2-4-ჯერ უფრო ხშირად ვლინდება. სხვადასხვა სტატისტიკური გამოკვლევებით დადგენილია, რომ ფარისებრი ჯირკვლის ერთეული კვანძების ავთვისებიანობის შესაძლებლობა მხოლოდ 5 %-მდეა.

არის შემთხვევები, როდესაც თერაპიული მკურნალობა შედეგს არ იძლება და აუცილებელია ოპერაციული ჩარევა. ნებისმიერი ოპერაცია, მით უმეტეს ფარისებრი ჯირკვლის, ქირურგიულ პრაქტიკაში არასდროს ითვლებოდა ადვილ ოპერაციად. პირიქით, ის ერთ-ერთი ყველაზე რთული და დელიკატური ოპერაციაა. ასეთი ოპერაციები უნდა ჩაატაროს მხოლოდ დიდი გამოცდილების მქონე ქირურგმა, რომელიც ფლობს როგორც ქირურგიულ ისე მიკროქირურგიულ ტექნიკას უმაღლეს დონეზე.

დღეს ქირურგს ამაში თანამედროვე ტექნოლოგიებიც ეხმარება. მედიცინა ვითარდება დიდწილად სწორედ სამედიცინო ტექნიკის სრულყოფის ხარჯზე. სწორედ მსგავსი ახალი ტექნოლოგია გახლავთ ულტრაბგერითი სკალპელი „ჰარმონიკი“, რომელიც ერთდროულად ჭრის კიდევაც და კოაგულაციასაც ახდენს, რაც ოპერაციას თითქმის უსისხლოდ აქცევს. არადა, ფარისებრზე ოპერაცია ერთ-ერთ ყველაზე „სისხლიან“ ოპერაციად ითვლება, ვინაიდან ჯირკვალი ძალიან ინტენსიურად მარაგდება სისხლით და უამრავი სისხლძარღვი შედის მასში.

ქვემოთ, ვდებ ბმულს, რომელზეც 1,47 წუთის ხანგრძლივობის ვიდეოა. ოპერაცია ტარდება ულტრაბგერითი სკალპელი „ჰარმონიკით“, გამოყენებულია მაკრატელი: “FOCUS”.
თირეოდექტომიის ოპერაციას ატარებს გიაპაჭკორია კუზანოვისკლინიკაში“.  /მინდა გითხრათ, რომ მსგავსი სკალპელით ოპერაცია თბილისში ჯერჯერობით მხოლოდ ორ კლინიკაში კეთდება/.  

დიდი თხოვნა მაქვს, ვისაც სუსტი გული გაქვთ, არ გახსნათ ვიდეო!!! თუმცა, საშიში მართლაც არაფერია და ოპერაცია უაღრესად დახვეწილად მიდის და “თითქმის უსისხლოა” მსგავსი ოპერაციიდან გამომდინარე. როგორც ვთქვი, ფარისებრი ჯირკვალი „დახუნძლულია“ სისხლძარღვებით, თითქმის ხორხზე დევს, შესაბამისად ძალიან დელიკატურ მუშაობას და საქმის ზუსტ ცოდნას მოითხოვს ქირურგისგან.
დაბოლოს დავძენ, თუ რა შემთხვევაში არის მიზანშეწონილი ოპერაციები ფარისებრ ჯირკვალზე. აუცილებელ ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს შემდეგი კატეგორიის პაციენტები:

  • პაციენტები, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დადგენილი დიაგნოზით.
    (დროული ოპერაცია 95%-ში იძლევა სრულ განკურნებას);
  • პაციენტები, ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერი ზომისა და რაოდენობის კვანძოვანი
    წარმონაქმნებით, როდესაც არსებობს ეჭვი მათ ავთვისებიანად გადაგვარებაზე (უბგ და
    პუნქციის მონაცემებზე დაყრდნობით)
  • პაციენტები, სწრაფად მზარდი კვანძოვანი წარმონაქმნებით.
    (კვანძის 2-ჯერ გაზრდა ნახევარ წელიწადში)
  • პაციენტები, კვნძოვანი წარმონაქმნით ზომით 3 სმ-ზე მეტი, პუნქციით მიღებული
    შედეგების მიუხედავად;
  • პაციენტები, კვანძოვანი წარმონაქმნებით ქრონიკული აუტოიმუნური თირეიდიტის
    ფონზე; (ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების მომატებული რისკი)
  • პაციენტები, რომელთაც გადიდებული ფარისერი ჯირკვლის (დიფუზური ან კვანძების
    არსებობასთან დაკავშირებული) გამო აქვთ სუნთქვის და ყლაპვის გაძნელება.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას!!!

ეს კი ვიდეო. ვლავ გთხოვთ, თუ არ შეგიძლიათ მსგავსი გამოსახუელბის ნახვა არ უყუროთ: