ჩემი „ვამპირის“ ლიფტინგი

plazmoliftingდროთა განმავლობაში კანი კარგავს პირვანდელ ელასტიურობას და სიმკვრივეს. რაც არ უნდა კარგი ხარისხის კოსმეტიკური საშუალებები ვიხმაროთ, რაღაც  ეტაპზე მას უფრო სერიოზული დახმარება ესაჭიროება. კანის პირვანდელი ჯანმრთელი სტრუქტურა ირღვევა არა მხოლოდ ასაკის მატების გამო, არამედ მის სიჯანსაღეზე დიდ გავლენას დაბინძურებული გარემო, არასწორი მოვლა  და ორგანიზმის შინაგანი პრობლემები განაპირობებენ.

მე როგორც ალბათ ქალების უმრავლესობა, ცოტაოდენი შიშით და არ დავმალავ, მცირედი სკეპტიციზმითაც კი ვუყუდებდი  ათასგვარ რეკლამებს სახის კანის გაახალგაზრდავების სხვადასხვა პროცედურებზე. ვინაიდან საკმაოდ მგრძნობიარე კანი მაქვს გარეგან გამღიზიანებლებზე, მუდმივად თავს ვიკავებდი რაიმე უცხო ნივთიერების გამოყენებაზე. მაგალითად, მეზოთერაპიულ პროცედურაზე, როდესაც სხვადასხვა პრეპარატების კოქტეილი შეყავთ კანში.

ყველაზე უკეთ თავად გრძნობ როდის სჭირდება შენს კანს დახმარება და იწყებ მოქმედებას…  …თუმცა, არის ერთი რამ – ერთგვარი სტერეოტიპი, რომ გარკვეულ ასაკამდე მცირეინვაზიური ჩარევები არასასურველია. მეც ასე ვთვლიდი, დღეს კი აღმოვაჩინე – ვცდებოდი. ყოველდღიურად ეჩვევი შენი კანის სტრუქტურას და მოვლის მიუხედავად ვერ ამჩნევ, რომ მისი ფერი მთელ სახეზე თანაბარი აღარ არის, კარგავს სინაზეს და ელასტიურობას, ალაგ-ალაგ ჩნდება პიგმენტური ლაქები. ამას უნებურად ეჩვევი, იწყებ დეკორატიული კოსმეტიკით დეფექტების დაფარვას. ეს კი გამოსავალი სულაც არ არის.

დღეს, როდესაც ასეთ მოდაშია „რუჯი“ კანს განსაკუთრებული მოვლა ესაჭიროება, ვინაიდან მზის სხივები ყველაზე მაგრად აშრობს სახის კანს (მერე რა რომ D ვიტამინითაც გვამარაგებს). ამდენად, იგივე ამ „ტოტალური გარუჯვის“ მოყვარული პუბლიკისათვის აუცილებელია კანი ძალიან მალე არ მოდუნდეს და მობერდეს. სწორედ ამიტომ, სტერეოტიპი, 30 წლის შემდეგ დავიწყებ დამატებით ზრუნვას კანზე უნდა დავივიწყოთ. ეს მხოლოდ ერთი მიზეზი დავწერე და არაფერს ვამბობ იგივე სიგარეტის აქტიურ მოხმარებაზე, რომელიც სახის კანის პირველი მტერია (კარგად ვხედავ ჩემი მწეველი მეგობრების კანი როგორ სწრაფად იწელება შორდება კუნთებს. სულაც არ არის აუცილებელი გარეგნული სტრუქტურა დარღვეული იყოს).

სიტყვა გამიგრძელდა… როგორც იქნა გადავწყვიტე გამეკეთებინა პლაზმოლიფტინგი, რომელსაც სხვაგვარად „ვამპირის ლიფტინგსაც“ უწოდებენ. მსგავს შედეგს თავადაც არ ველოდი, კიდევ ორი პროცედურა დამრჩა გასაკეთებელი. ამიტომაც გადავწყვიტე საკუთარი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ. კანმა მთლიანად შეიცვალა სტრუქტურა, დაიბრუნა ჯანსაღი ფერი, გაქრა მოყვითალო ლაქები და ხელის შეხებისას ისეთი გლუვი ნაზი და ტენიანია, რომ არ მჯერა ჩემი კანია თუ არა.

მას შემდეგ რაც ჩავიტარე ეს პროცედურა დავრწმუნდი, რომ ის უნდა გააკეთოს აუცილებლად ექიმმა და უნდა გაკეთდეს აუცილებლად სამედიცინო დაწესებულებაში სადაც მაღალი კლასის ლაბორატორიაა.

რატომ ექიმმა?

ერთი შეხედვით მარტივი პროცედურა ძალიან ზუსტად და ფაქიზად არის შესასრულებელი. ნემსი არ უდნა ჩავიდეს კუნთამდე და მხოლოდ კანს უნდა გაცდეს. ამას კი ჩემი აზრით, სრულყოფილად მხოლოდ პლასტიკური ქირურგი შესძლებს, რომელმაც ზუსტად იცის კანის სტრუქტურა და მასზე მუშაობა.

პროცედურის წინ ექიმი კანს ასუფთავებს და წინასწარ ყინავს მას, რომ მაქსიმალურად შეამციროს ტკივილის შეგრძნება. სახეზე, იქ სადაც გადის ნერვები, პროცედურა მეტ-ნაკლებად საგრძნობია, მაგრამ არა აუტანელი. თუმცა მინდა გითხრათ, ეფექტი იმდენად კარგია, რომ თანახმა ვარ უფრო მეტად გავიგო🙂 კიდევ ორი პროცედურა დამრჩა. პროცედურების რაოდენობას განსაზღვრავს ექიმი, რომელიც აფასებს კანის მდგომარეობას.

თუ კანზე გაქვთ ზედაპირული სისხლძარღვები, შეიძება გაჩნდეს მცირედი სისხლჩაქცევები, რომელიც 2-3 დღეში უკვალოდ ქრება.

პროცედურის შემდეგ…

პლაზმოლიფტინგი კეთდება წვრილი ნემსით და მთელ სახეზე სადღაც საბოლოოდ 30-40 ნაჩხვლეტი გაქვთ. ეს კი არის მიკროტრავმები, ამიტომ პირველი დღე სასურველია წყალი არ მივაკაროთ კანს. მეორე-მესამე დღეს კი თავად მე მხოლოდ ადუღებულ წყალში დასველებული ბამბით  ვიწმენდდი კანს. …და რაც მთავარია – ვიტენიანებდი დამატენიანებელი კრემით. ექიმმა გამომატანა ჩემი მორჩენილი პლაზმა, რომელიც გავურიე კრემში რომელსაც ვხმარობდი (იმდენი უნდა გააკეთოთ, მხოლოდ 1-2 დღე გეყოთ, მეტი არაა საჭირო).

ჩემმა შედეგმა ჩემსავე მოლოდინს გადააჭარბა, ამას სურათებზეც ნახავთ.

ეს ნიკაპი პროცედურამდე

პროცედუარმდე

ეს კი შედეგი პროცედურიდან 10 დღის შემდეგ:

პროცედურიდან 10 დღის შემდეგ

მე მთხოვეს და სიამოვენბით დავთანხმდი ჩემი შედეგები დადებულიყო მათ გვერდზეც.🙂

New Picture (1)ინეტში ვეძებე გამოხმაურებები სხვადასხვა ფორუმებზე და მხოლოდ ერთს დავდებ, რუსი გოგო წერს: „მე გავიკეთე პლაზმოლიფტინგი სახეზე. გართულებები არ ყოფილა, იყო მხოლოდ ნანემსრების კვალი, ისე როგორც მეზოტერაპიისას. გავიდა სამი დღე. შედეგით კმაყოფილი ვარ: სახის კანის ფერი ისეთი მაგარია! თითქოს არ ვეწევი, არ ვსვამ, მივსდევ ჯანსაღი ცხოვრების წესს და ვისვენებ. სინამდვილეში კი ყველაფერ საპირისპიროს ვაკეთებ. თვალების უპეების შავი რკალები შემცირდა, ნაოჭებიც დაპატარავდა (არც ისე დიდი იყო, მხოლოდ 34 წლის ვარ). მაგრამ გამიქრა კანის გაღიზიანება, აქერცვლა და საერთოდ კანი გაჯანსაღდა. გავიკეთე ორი პროცედურა“.

შემთხვევით არ მოვიტანე, ვინაიდან შედეგი მსგავსი მაქვს, თუმცა არ ვეწევი🙂.

P.S.

რა მსურს დავამატო. დღეს ამ მომსახურების ბევრი მომწოდებელი რაღაც დამატებით პროცედურებს სთავაზობენ კლიენტებს მეორე-მესამე ეტაპზე. ჩემი აზრით, სრულიად ზედმეტია რაიმე დამატებითი ვიტამინის და სხვა რამის გაკეთება, ეს უბრალოდ შეამცირებს თქვენი პლაზმის მოქმედებას. მე ნამდვილად ვიცი, რომ სხვა არაფერი მჭირდება. თავიდან ვთქვი, მგრძნობიარე და ალერგიული კანი მაქვს და მაქსიმალურად თავს ვარიდებ იგივე მეზოთერაპიულ პროცედურებსთქო.

ერთი სიტყვით, კვლავ დავწერ საკუთარ შთაბეჭდილებებს. მე ეს პროცედურა პლასტიკურმა ქირურგმა გამიკეთა.