კარლ ლარსსონის საშობაო მხატვრობა

კარლ ლარსსონმა საინტერესო ცხოვრების გზა განვლო. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შვედი მხატვარია. კარლი ღარიბი მშობლების ოჯახში დაიბადა – დედა მრეცხავი, ხოლო მამა მუშა იყო. ოჯახის უფროსი უხეში და სასტიკი ადამიანი, სიმთვრალეში მთელ ჯავრს შვილზე იყრიდა თურმე. 13 წლის კარლის ნიჭი მისმა სკოლის მასწავლებელმა შეამჩნია და სწორედ მან გაუწია რეკომენდაცია სტოკჰოლმის სამეფო სამხავრო აკადემიაში. სწავლის საფასური კარლს თავად უნდა გამოემუშავებინა და ფოტოგრაფის დამხმარედ მუშაობდა (რეტუშს აკეთებდა), ხოლო მალე მისი პირველი კარიკატურები და გრაფიკა გამოჩნდა გაზეთების ფურცლებზე.

კარლის მეუღლე კარინიც მხატვარი გახლდათ. მათი ოჯახის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა კარლის პოპულარობაც. ის მისი დროის ყველა პოპულარულ ჟურნალში იბეჭდებოდა, მათ შორის Jugend-შიც. კარინს და კარლს 8 შვილი ყავდათ, სწორედ მისი ოჯახი და მისი შვილები იყვნენ შვედის შემოქმედების მთავარი გმირები.
ოჯახი დღესასწაულებს ყოველთვის აღნიშნავდა და განსაკუთრებით ეს შობას ეხებოდა.

Peasant Interior in Winter

გლეხის ინტერიერი ზამთარში (1890)

Christmas Morning (1894)

შობის დილა (1894)

Between Christmas and New Year (1896)

შობასა და ახალ წელს შორის (1896)

იდუნა (Iduna) ახლაგაზრდობის ნორვეგიული ქალღმერთი ოქროს ვაშლების მეურვეა, რომლებსაც ღმერთები მიირთმევენ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. ამ სურათზე ბრიტა, ლარსსონის ქალიშვილი, სწორედ იდუნას პროტოტიპად გამოიყვანა მხატვარმა. 1901 წელს დაიბეჭდა ამავე სახელწოდების ჟურნალში “იდუნა” ეს ნამუშევარი: “ბრიტა როგორც იდუნა”.

Brita as Iduna (1901)

ბრიტა როგორც იდუნა (1901)

Christmas Eve Banquet (1905)

საშობაო ტრაპეზი (1905)

St. Lucia Day – Christmas in Sweden (1908)

წმ. ლუზიას დღე – შობა შვედეთში (1908)

 Christmas Break (1909)

შესვენება შობის დღეს (1909)

 Decorating the Tree

საშობაო ხის მორთვა

Greta Arnbom

Greta Arnbom

Kersti’s Sleigh Ride

კერსტის სრიალი მარხილით

 The Day Before Christmas

შობამდე ერთი დღით ადრე (1892)