ნუცუბიძის პლატოს ყოველდღიურობა…

რაც აქეთ პლატოზე ვარ გადმოსული, ყველა ნაგვის ურნა გაჩერებაზე თანდათან გაქრა. ყველა ჩემნაირად სახლამდე ხომ არ მიიტანს გადასაგდებ ბილეთს?.. ისე არც მახსოვს, იდგა კი ურნები? იდგაო და დაამტვრიესო. ეტყობა ისე შევეჩვიე დაყრილ ნაგავს, რომ არც მახსოვს…

სტადიონის ღობეც ზუსტად კართან არის გამობრდღვნილი, ეს სახურავახდილი გარაჟი დიდი ქარის დროს დაზიანდა. არვიცი რატომ, მაგრამ გუშინ ავტობუსიდან ჩამოსული ყველაფერს ვაკვირდებოდი მიწაზე და ჩემდაუნებურად გადაღება დავიწყე…

ნუცუბიძის პლატოს ყოველდღიურობა…