კვლავ ველასკესი – ინფანტა მარგარიტა (1658-1660)
ველასკესს პატარა ინფანტა მარგარიტას ექვსი პორტრეტები აქვს დახატული. თითქოს ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, მხატვარი ხომ სამეფო კარის შემოქმედი იყო… ხოლო მისი მოდელები და პერსონაჟები ისევ სამეფო კარიდან თუ იქნებოდნენ. 1660 წელს შექმნილი წითელ-ვერცხლისფერ კაბაში გამოწყობილი პრინცესას პორტრეტი, ფერის ველასკესისეული შეგრძნების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად მიმაჩნია. ეს პორტრეტი ორია. ერთი მადრიდში „პრადოშია“ დაცული, მეორე კი კიევში ბოგდან ხანენკოს სახელობის მუზეუმში.
თუ რუსი და საბჭოთა ხელოვნებათმცოდნეები თავგამოდებით ამტკიცებენ, რომ ინფანტას კიევური ვერსია ორიგინალია, დასავლელი ექსპერტები მას ორიგინალად არ მიიჩნევენ. აკი, 1996 წელს გამოცემულ ველასკესის სრულ კრებულში, მან ვერ დაიმკვიდრა ადგილი. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კიეველი ინფანტა არაა ველასკესის ორიგინალური ქმნილება, და ის დედნის /„პრადოში“ დაცულის/ საუკეთესო ასლია, ოღონდ ველასკესისვე უცნობი მოწაფის მიერ შესრულებულიო. თუ ეს ასეა, უნდა ითქვას, რომ ეს საუკეთესო მიბაძვაა დიდი მხატვრისა.
“კიეველი ინფანტა”
„ჩემი საყვარელი მხატვრები“ – დიეგო ველასკესი: ინოკენტი X-ის პორტრეტი

დღეს დიეგო როდრიგეს დე სილვა ველასკესზე დავიწყებ ჩანაწერებს. მიხვდით ალბათ, ველასკესიც „ჩემი საყვარელი მხატვარია”
ორტეგას თუ დავუჯერებთ, იტალიაში მოგზაურობისას, როდესაც ველასკესმა ინოკენტი X-ის პორტრეტი დახატა, პაპმა შესრულებული სამუშაოს საზღაურად მხატვარს ოქროს ჯაჭვი გაუგზავნა. ველასკესმა გაუგონარი „თავხედობა“ გამოიჩინა და გასამრჯელო პაპს უკან დაუბრუნა. ამით ველასკესმა პაპს დაანახა, რომ ის მხატვარი კი არა, მეფე ფილიპეს ერთგული წარგზავნილი იყო, რომელსაც თავისი ფუნჯით ემსახურებოდაო. ამ ქცევით ველასკესმა დაამტკიცა, რომ ის თავს მხატვრად არ თვლიდაო – ამბობს გასეტი. არ ვეკამათები ორტეგას ამ დასკვნას, თვლიდა თუ არა თავს დიეგო ველასკესი მხატვრად. მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა – უფერული იქნებოდა ესპანური ფერწერა მის გარეშე.
ინოკენტი X-ის პორტრეტს მხატვრის სიცოცხლეში უკეთესი ბედი ერგო, ვინაიდან მას გაცილებით მეტი ადამიანი უცქერდა, ვიდრე ველასკესის სხვა ნაწარმოებებს. სამეფო კარის მხატვარი ძირითადად სასახლეში იფინებოდა და მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი მისი ნამუშევრები პუბლიკისათვის. ახლა უმეტესობა მის ნამუშევრებისა „პრადოშია“, რომელსაც სათავე მან და ფილიპე IV-მ დაუდეს. Read more »
ფაქტოიდი: ქალაქის თავი, შავი კატა და „აღვირახსნილი პრივატიზაციის“ მამა…
პოლიტიკაში ერთგვარი მიღებული წესია /ზნეობრივი თუ უზნეო ამაზე არ ვსაუბრობ/, ჭორების გავრცელების საშუალებით დაამარცხო შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე. 1970-იან წლებში, რიჩარდ ნიქსონის წინაასაარჩევნო შტაბს ჰყავდა სპეციალურად დაქირავებული „მოენე თაღლითები“, რომლებიც ათას ჭორს ავრცელებდნენ დემოკრატ კანდიდატებზე. სწორედ მსგავსი ჭორების გავრცელების შედეგად მოხსნა თავისი კანდიდატურა ედმუნდ მასკიმ, არადა ის ლიდერობდა… ფაქტოიდები დღესაც მეტად მოდაშია და ის ვრცელდება ე.წ. „ კულუარული ინფორმაციის გამოჟონვით“ სანდო წყაროებიდან. ეს მეტად ნაცნობი ხერხია და არც არახალია, რომ რომელიმე ქართველმა ჟურნალისტმა მსგავსი ქმედებისათვის პიონერობა მიიწეროს. Read more »
პიროვნების წინააღმდეგ მიმართული დასაბუთებები და „ვერდიქტი“ /პოპულარული სოფიზმები/
მსგავსი ტიპის დარწმუნების ფორმები და პროპაგანდა მიმართულია კონკრეტული ადამიანის, რომელიც რაიმე იდეას ან საქმეს ახორციელებს და არა იმ საქმის წინააღმდეგ რასაც ის აკეთებს. მაგალითად, ნაცისტები თვლიდნენ, რომ ფარდობითობის თეორია მცდარია მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ავტორი ებრაელი ალბერტ აინშტაინია. ისინი არასოდეს უღრმავდებოდნენ თავად თეორიის ავკარგიანობას, არ აინტერესებდათ არანაირი მონაცემი, რომელიც ან დაადასტურებდა ან უარყოფდა თავად თეორიას. ნაცისტებისათვის მთავარი იყო ავტორის ნაციონალობა. ეს ასოციაციური ეფექტის პრინციპულად განსხვავებული გამოყენებაა. მოცემულ შემთხვევაში ასოციაცია კონკრეტულ ადამიანსა და იდეას შორის ფორმირდება. ეს მცდარი დასკვნა დაფუძნებულია პრინციპზე – თუ არ მომწონს ადამიანი, რომელიც ამ იდეას ემხრობა ან განახორციელებს, არანაირად არ უნდა მომწონდეს თავად იდეა და მის წინააღმდეგაც უნდა გამოვიდე. Read more »
„მაგთი“, „ჯეოსელი“, ვიდეოთვალი და „დაბნეული მშობლები“…
რეკლამა იმისთვისაა, რომ კომპანიამ თავისი ახალი პროდუქტი გაგვაცნოს. ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გავიგეთ, რომ „მაგთიმაც“ და „ჯეოსელმაც“ თავის აბონენტებს ახალი მომსახურება შესთავაზეს – მესამე თაობის ტექნოლოგიებზე მომუშავე ვიდეოთვალი. „მაგთის“ რეკლამა უფრო ადრე გამოჩნდა, მაგრამ ხშირი ინტენსივობით არ გვაწუხებს და ინტენსიურად არ იკავებს სარეკლამო ტიხრებს. სულ მალე მას „ჯეოსელიც“ წამოეწია და მანაც გვაუწყა – დავნერგე ეს მესამე თაობის ვიდეოთვალიო. Read more »
“ჩემი” საყვარელი მხატვრები – ელ გრეკო
გადავწყვიტე ცალკე კატეგორია გავხსნა ფერწერაზე და მას „ჩემი მხატვრები“ დავარქვი. რატომ პირველად ელ გრეკო? სრულიად უბრალოდ, დღეს „გაცრეცილ“ ხასიათზე ვარ, სწორედ ისეთზე, როგორი ფერებიც მის იმ ორ ტილოშია,რომელსაც აქ დავდებ… იმედი მაქვს მაპატიებთ…
უცნაური ბედისაა ეს ესპანელი ბერძენი. XX საუკუნემდე მას ივიწყებენ, არც ხელოვნების ისტორიკოსები ცნობენ მას ამ დრომდე, ამოშლიან თითქოს ისტორიიდან…
მისი საყვარელი ქალაქი ტოლედოც ივიწყებს მას, მაგრამ რჩება მისი იმ დროისათვის სრულიად უჩვეულო შემოქმედება, რომელიც სურთ მოაქციონ ესპანური მანიერიზმის ჩარჩოებში, მაგრამ ეს თითქმის შეუძლებელია.
მის ცხოვრებაზე მეტად მწირი ინფორმაციაა. ბოლომდე არც ის ვიცით, მის ავტოპორტრეტად ცნობილი სურათი მართლაც მხატვრის ავტოპორტრეტია თუ არა.
ხელოვნებათმცოდნეები ყოველთვის ცდილობენ ესა თუ ის მხატვარი გარკვეულ მიმდინარეობას მიაკუთვნონ… ელ გრეკოს ხან გვიანი რენესანს მიაკუთვნებენ, ხან მანიერიზმს, ხან ბიზანტიური და გოთიკური ხელოვნების დასასრულს… უცნაურია, მაგრამ ის მაინც არცერთს არ ეკუთვნის, ერთადერთი და განუმეორებელია თავისი სტილით, მანერით, წაგრძელებული სხეულებით, უცნაური სინათლის ციალით. Read more »
თქვენ „ფრანციცული“ კარგად გეკერკებათ? „ახლა მე ევროპეიჩესკი რომანს გიმღერავთ“
ის, რომ ქართულ სარეკლამო პროდუქციას ხშირად არაქართული სიმღერა გასდევს და აქტიურად გვესმის ინგლისური ენა რეკლამიდან, უკვე მივეჩვიეთ. როდის ან როგორ დამკვიდრდა ეს ჩვენ სარეკლამო სივრცეში, არ დავფიქრებულვარ, მიეჩვია თვალი და ყური ამ ამბავს მეტად… ზოგი ამბობს, არ უხდება რეკლამას ქართული სიმღერაო… რა ვიცი, რა ვიცი… იქნებ პრობლემა უფრო ღრმაა – შემოქმედთა კრიზისი ან… ზედმეტად ძვირი სიამოვნება იქნება ეს დამკვეთისათვის. ამდენად შემსრულებელიც აღარ იწუხებს თავს დიდად და ისევ ინგლისურენოვან ცნობილ ან უცნობ მელოდიას იყენებს… Read more »
“აქსისი”… ყველაფერი კარგად იწყებოდა…
დღეს საღამოს, როდესაც სიცხისგან გათანგულმა ვირტუალურ სივრცეში დავიწყე ბორიალი, რაიმე ახალი საინტერესო მასალის მოსაძიებლად, როგორც ყოველთვის გუგლს მივმართე და საძიებო ველში „საიმიჯო რეკლამა“ ჩავწერე. გუგლმაც არ დააყოვნა და რაც ოდესმე უპოვია ამ სიტყვათშეთანხმებით მის „ობობას“ ქართულ ინტერნეტ სივრცეში, ყველა შესაძლო საიტი ამოატივტივა… ჩემი ყურადღება „24საათის“ ერთმა ძველმა სტატიამ - „რეკლამის ეფექტურობას მისი კრეატიულობა განსაზღვრავს“ – მიიპყრო, რომელიც გასული წლის 29 ოქტომბრით არის დათარიღებული. საუბარი სამშენებლო ფირმების წარმომადგენლებთან იყო და რომელი ფირმა რა ტიპის რეკლამას ანიჭებს უპირატესობას… პირველი კომპანია „აქსისი“ გახლდათ… ავკრიფე ჩემთვის ნაცნობი მისამართი, რომ კვლავ

დამეთვალიერებინა ამ კომპანიის ვირტუალური „ფრონტ-ოფისი“ და… დიახ, დიახ, მსგავსი სურათი დამხვდა….
ჩემი საყვარელი ლომი „თქვენთვის და თქვენთან ერთად“ …

გახსოვთ ალბათ, TBC ბანკის ცნობილი სლოგანი: „ჩემს გვერდით ჩემი ბანკია“… საქართველოს ბანკის ახალი სლოგანი – „თქვენთვის და თქვენთან ერთად“ რატომღაც ამ სლოგანის უხეშ პერიფრაზად მეჩვენება… არ ვიცი, შესაძლოა ვცდები, მაგრამ ჩემი ასოციაციური ჯაჭვი პირველად აქეთ წავიდა…
საქართველოს ბანკის ბოლო რეკლამას, მართლაც TBC-ის ეს სლოგანი უფრო მოუხდებოდა… ხვდებით ალბათ, „ლომზე“ ვამბობ… მინდა თავიდანვე აღვნიშნო, „ვინდფორსის“ ეს ბოლო პროექტი ძალზე წარმატებულია მისი, ჩემი აზრით, წარუმატებელი წინა /BCI-ის რეკლამა/ პროექტის შემდეგ. Read more »
ფაქტოიდი: იცი, რას მღეროდნენ? – “მიშა მაგარია”-ს…
რამდენიმე დღის წინ ფორუმ.გე-ზე თემა გავხსენი, „ფაქტოიდები“ და ვთხოვე ღრმადპატივცემულ „იუზერებს“ მათთვის ცნობილი ფაქტოიდების ნიმუშები მოეწოდებინათ ჩემთვის… ეს ერთგვარი ლაკმუსი უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით, თუ რას მიიჩნევს საზოგადოება „მოგონილ“ ტყუილად და რას სიმართლედ. როგორც ველოდი, გამოხმაურება მეტად ცოტა მოჰყვა ამ თემას, მხოლოდ 14. აქედან სამი ჩემი, არადა 408-ჯერ გადაიკითხეს ის…
თუმც უნდა აღვნიშნო, ფორუმის ღრმადპატივცემული საზოგადოება ყოველდღე მსჯელობს იმაზე, რა მართალია და რა დადგმული თუ ტყუილი… ამდენად, თითქოს ასეთი ნაკლებ აქტიურობა არ უნდ აყოფილიყო ტყუილ-მართლის ირგვლივ. მეჩვენება, საზოგადოებას საერთოდ დაეკარგა ორიენტირი და ვეღარ ასხვავებს უკვე რეალობას გამოგონილისგან… სად დაიკარგა სიმართლე ან დაიკარგა კი? იქნებ აქ ჩვენი ფანტაზიები, განწყობები და ცრუ ასოციაციები უფრო გადამწყვეტ როლს ასრულებენ სამყაროს აღქმაში, ვიდრე ჩვენი სმენა ან მხედველობა? სად „იკეტება“ გონების კარი ასე მყარად, მე ამაზე სრულყოფილი პასუხი არ მაქვს. Read more »
