ნუცუბიძის პლატოს ყოველდღიურობა…

რაც აქეთ პლატოზე ვარ გადმოსული, ყველა ნაგვის ურნა გაჩერებაზე თანდათან გაქრა. ყველა ჩემნაირად სახლამდე ხომ არ მიიტანს გადასაგდებ ბილეთს?.. ისე არც მახსოვს, იდგა კი ურნები? იდგაო და დაამტვრიესო. ეტყობა ისე შევეჩვიე დაყრილ ნაგავს, რომ არც მახსოვს… სტადიონის ღობეც ზუსტად კართან არის გამობრდღვნილი, ეს სახურავახდილი გარაჟი დიდი ქარის დროს დაზიანდა. არვიცი რატომ, მაგრამ გუშინ ავტობუსიდან ჩამოსულივრცლად “ნუცუბიძის პლატოს ყოველდღიურობა…”

„ჩემი ცოლის დაქალები“…

სერიალი, რომელმაც ისევ გამახსენა ბლოგი 🙂 დიდი ხანია მსურდა დამეწერა ამ სერიალზე, მაგრამ ხან დრო არ მყოფნიდა, ხან არ ვიცოდი საიდან დამეწყო. ერთი კი ნამდვილად ვიცი, რაც მისი ყურება დავიწყე არცერთი სერია არ გამომიტოვებია. ის ერთადერთი ქართული სატელევიზიო პროდუქტია, რომელსაც მუდმივად ვუყურებ. საკითხს მეტად გავამარტივებ თუ ვიტყვი, რომ სერიალი უბრალოდ კომედიური ჟანრისაა. თუმცა არც ძალიანვრცლად “„ჩემი ცოლის დაქალები“…”

დავბრუნდი

მეტად ხანგრძლივი პაუზა გამომივიდა. ობლად მივატოვე ჩემი ბლოგი, მაგრამ არის სიტუაცია, როდესაც რაღაც ძალიან გბეზრდება ან უბრალოდ არ შეგიძლია მიაქციო შესაბამისი ყურადღება. მე დავბრუნდი და შევეცდები, აღარ მივატოვო ის ასე ობლად. დღეს როდესაც ახლა ტექსტს ვწერდი, აღმოვაჩინე, უბრალოდ ძალიან მომინდა ისევ ვწერო. ეს კი ნიშნავს –  ფსიქეა თავის თავს და ჩვეულ ფორმას უბრუნდება. 

“კეთილი ადამიანები”?

ამ ბოლო დროს შაბათობით სამ საათიანი კურიერის შემდეგ ტელევიზორს ვრთავ, ძველ ქართულ ფილმებს უჩვენებენ. დღესაც იყო ერთი ასეთი ფილმი: „კეთილი ადამიანები“. ყველას გაქვთ ალბათ ნანახი ის. თუ არა, ამ ბმულზე შეგიძლიათ გაიხსენოთ ან იხილოთ. ფილმის პირველი ჩვენება 1961 წლის 15 ნოემბერს შემდგარა საკავშირო ეკრანზე, თითქმის 50 წლის წინ. აქ არ მინდა არც მის მხატვრულ ღირებულებაზე ვისაუბრო,ვრცლად ““კეთილი ადამიანები”?”

არ მიყვარს გაგრძელებები… ხელოვნებაში დაუსრულებელი სჯობს….

გემოვნებაზე დავა ერთგვარი უგემოვნობაა. რაღაც მოგწონს ან გიყვარს, რაღაც კი გეზარება. შენს აზრი თავს მოახვიო ვინმეს, უკიჟინო რატომ არ მოგწონსო, პატარა თავხედობა ერთგვარი ამბიციებით გაბერილი პერსონისა. ხშირად შეფასების ჩვენეული პრიზმა მოვლენებს ისე გარდატეხავს როგორც ჩვენ გვინდა და განზე გვრჩება სხვა… ამიტომ, რაზეც ვამბობ არ მომწონს მეთქი, სულაც არ მინდა სხვასაც არ მოსწონდეს… და ის რაცვრცლად “არ მიყვარს გაგრძელებები… ხელოვნებაში დაუსრულებელი სჯობს….”

ხვადი „თბილისის მერია“, „ნახმარი-უხმარი“ და ქართული „ლოგინის სურნელი“…

ამ ბოლო ხანებში სატელევიზიო თუ ჯერ კიდევ ინტერნეტ-სივრცეში გამოჩენილ ქართულ რეკლამებში ძალუმად იგრძნობა „ლოგინის სურნელი“…  ჰო, სწორედ ლოგინის და არა ეროტიზმის ან სიყვარულის ან სექსუალობის… ერთში „მტყვნელად“ /მომიტევეთ, ზუსტად შეესაბამება/ არც მეტი, არც ნაკლები „თბილისის მერია“ გვევლინება, ხოლო მეორეში სახმარ ობიექტად „მანქანა“… რა მნიშვნელობაა ეს „ნახმარი“ ობიექტი კაცის ნახმარი იქნება თუ ქალის? ორივეგან უხეშად „ნახმარია“.ვრცლად “ხვადი „თბილისის მერია“, „ნახმარი-უხმარი“ და ქართული „ლოგინის სურნელი“…”

კვლავ დავბრუნდი :)

გარკვეულ მიზეზთა გამო ჩემს ბლოგს ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი. დავტოვე ობოლი ბავშვივით ამ უკიდეგანო 0-ისა და 1-ის სამყაროში და არც მეცოდებოდა. კვლავ გადავწყვიტე მივხედო და ასე ობლად აღარ დავტოვო 🙂

ამაგდო რა დუტამ „ფინთი გოიმივით“, 5 თეთრიო და….