ფაქტოიდი: ქალაქის თავი, შავი კატა და „აღვირახსნილი პრივატიზაციის“ მამა…

პოლიტიკაში  ერთგვარი მიღებული წესია /ზნეობრივი თუ უზნეო ამაზე არ ვსაუბრობ/, ჭორების გავრცელების საშუალებით დაამარცხო შენი პოლიტიკური მოწინააღმდეგე. 1970-იან წლებში, რიჩარდ ნიქსონის წინაასაარჩევნო შტაბს ჰყავდა სპეციალურად დაქირავებული „მოენე თაღლითები“, რომლებიც ათას ჭორს ავრცელებდნენ დემოკრატ კანდიდატებზე. სწორედ მსგავსი ჭორების გავრცელების შედეგად მოხსნა თავისი კანდიდატურა ედმუნდ მასკიმ, არადა ის ლიდერობდა… ფაქტოიდები დღესაც მეტად მოდაშია და ის ვრცელდება ე.წ.ვრცლად “ფაქტოიდი: ქალაქის თავი, შავი კატა და „აღვირახსნილი პრივატიზაციის“ მამა…”

ფაქტოიდი: იცი, რას მღეროდნენ? – “მიშა მაგარია”-ს…

რამდენიმე დღის წინ ფორუმ.გე-ზე თემა გავხსენი, „ფაქტოიდები“ და ვთხოვე ღრმადპატივცემულ „იუზერებს“ მათთვის ცნობილი ფაქტოიდების ნიმუშები მოეწოდებინათ ჩემთვის… ეს ერთგვარი ლაკმუსი უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით, თუ რას მიიჩნევს საზოგადოება „მოგონილ“ ტყუილად და რას სიმართლედ. როგორც ველოდი, გამოხმაურება მეტად ცოტა მოჰყვა ამ თემას, მხოლოდ 14. აქედან სამი ჩემი, არადა 408-ჯერ გადაიკითხეს ის… თუმც უნდა აღვნიშნო, ფორუმის ღრმადპატივცემულივრცლად “ფაქტოიდი: იცი, რას მღეროდნენ? – “მიშა მაგარია”-ს…”

“ფაქტოიდები”

ფაქტოიდი ეს არის გაყალბებული (გადაუმოწმებელი, მცდარი ან გამოგონილი) ფაქტი, რომლის მიზანია შექმნას საზოგადოებრივი აზრი და მოახდინოს მისი მართვა. ოქსფორდის  ინგლისური ენის ლექსიკონში ის ასეა აღწერილი: ‘something which becomes accepted as fact, although it may not be true’ (რაღაც, რაც შეიძლება მივიღოთ როგორც ფაქტი, მაგრამ ის არ იყოს მართალი).