ხვადი „თბილისის მერია“, „ნახმარი-უხმარი“ და ქართული „ლოგინის სურნელი“…

ამ ბოლო ხანებში სატელევიზიო თუ ჯერ კიდევ ინტერნეტ-სივრცეში გამოჩენილ ქართულ რეკლამებში ძალუმად იგრძნობა „ლოგინის სურნელი“…  ჰო, სწორედ ლოგინის და არა ეროტიზმის ან სიყვარულის ან სექსუალობის… ერთში „მტყვნელად“ /მომიტევეთ, ზუსტად შეესაბამება/ არც მეტი, არც ნაკლები „თბილისის მერია“ გვევლინება, ხოლო მეორეში სახმარ ობიექტად „მანქანა“… რა მნიშვნელობაა ეს „ნახმარი“ ობიექტი კაცის ნახმარი იქნება თუ ქალის? ორივეგან უხეშად „ნახმარია“.ვრცლად “ხვადი „თბილისის მერია“, „ნახმარი-უხმარი“ და ქართული „ლოგინის სურნელი“…”

„მაგთი“, „ჯეოსელი“, ვიდეოთვალი და „დაბნეული მშობლები“…

რეკლამა იმისთვისაა, რომ კომპანიამ თავისი ახალი პროდუქტი გაგვაცნოს. ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გავიგეთ, რომ „მაგთიმაც“ და „ჯეოსელმაც“ თავის აბონენტებს ახალი მომსახურება შესთავაზეს – მესამე თაობის ტექნოლოგიებზე მომუშავე ვიდეოთვალი. „მაგთის“ რეკლამა უფრო ადრე გამოჩნდა, მაგრამ ხშირი ინტენსივობით არ გვაწუხებს და ინტენსიურად არ იკავებს სარეკლამო ტიხრებს. სულ მალე მას „ჯეოსელიც“ წამოეწია და მანაც გვაუწყა – დავნერგევრცლად “„მაგთი“, „ჯეოსელი“, ვიდეოთვალი და „დაბნეული მშობლები“…”

თქვენ „ფრანციცული“ კარგად გეკერკებათ? „ახლა მე ევროპეიჩესკი რომანს გიმღერავთ“

ის, რომ ქართულ სარეკლამო პროდუქციას ხშირად არაქართული სიმღერა გასდევს და აქტიურად გვესმის ინგლისური ენა რეკლამიდან, უკვე მივეჩვიეთ. როდის ან როგორ დამკვიდრდა ეს ჩვენ სარეკლამო სივრცეში, არ დავფიქრებულვარ, მიეჩვია თვალი და ყური ამ ამბავს მეტად… ზოგი ამბობს, არ უხდება რეკლამას ქართული სიმღერაო… რა ვიცი, რა ვიცი… იქნებ პრობლემა უფრო ღრმაა – შემოქმედთა კრიზისი ან… ზედმეტად ძვირივრცლად “თქვენ „ფრანციცული“ კარგად გეკერკებათ? „ახლა მე ევროპეიჩესკი რომანს გიმღერავთ“”

“აქსისი”… ყველაფერი კარგად იწყებოდა…

დღეს საღამოს, როდესაც სიცხისგან გათანგულმა ვირტუალურ სივრცეში დავიწყე ბორიალი, რაიმე ახალი საინტერესო მასალის მოსაძიებლად, როგორც ყოველთვის გუგლს მივმართე და საძიებო ველში „საიმიჯო რეკლამა“ ჩავწერე. გუგლმაც არ დააყოვნა და რაც ოდესმე უპოვია ამ სიტყვათშეთანხმებით მის „ობობას“ ქართულ ინტერნეტ სივრცეში, ყველა შესაძლო საიტი ამოატივტივა… ჩემი ყურადღება „24საათის“ ერთმა ძველმა სტატიამ –  „რეკლამის ეფექტურობას მისი კრეატიულობა განსაზღვრავს“ –ვრცლად ““აქსისი”… ყველაფერი კარგად იწყებოდა…”

ჩემი საყვარელი ლომი „თქვენთვის და თქვენთან ერთად“ …

გახსოვთ ალბათ, TBC ბანკის ცნობილი სლოგანი: „ჩემს გვერდით ჩემი ბანკია“… საქართველოს ბანკის ახალი სლოგანი – „თქვენთვის და თქვენთან ერთად“ რატომღაც ამ სლოგანის უხეშ პერიფრაზად მეჩვენება… არ ვიცი, შესაძლოა ვცდები, მაგრამ ჩემი ასოციაციური ჯაჭვი პირველად აქეთ წავიდა… საქართველოს ბანკის ბოლო რეკლამას, მართლაც TBC-ის ეს სლოგანი უფრო მოუხდებოდა…  ხვდებით ალბათ, „ლომზე“ ვამბობ… მინდა თავიდანვე აღვნიშნო, „ვინდფორსის“ ესვრცლად “ჩემი საყვარელი ლომი „თქვენთვის და თქვენთან ერთად“ …”

წითელი ვაშლი გაგორდა, უხარისხო ვაშლი…/ისევ და ისევ რეკლამა/

ნებისმიერი რეკლამა მომხმარებელზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისათვის იქმნება.  რამდენად ეფექტურია ეს ზემოქმედება სხვადასხვა მეთოდებით განსაზღვრება. დამკვეთისათვის, ალბათ. უპირველესი განმსაზღვრელი ის უკუგებაა, რომელიც მისი პროდუქტის რეკლამირების შემდეგ მიიღო ან არ მიიღო. თუ გაყიდვები გაიზარდა და პროდუქტი პოპულარული გახდა, მაშასადამე რეკლამამ იმუშავა. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ უკუგების შენარჩუნება. ძალიან ხშირად, არის მცდარი წარმოდგენა, რომ რეკლამა მხოლოდ ერთგვარი ‘’ზომბირებაა’’ მომხმარებლის.ვრცლად “წითელი ვაშლი გაგორდა, უხარისხო ვაშლი…/ისევ და ისევ რეკლამა/”

ეს რეკლამა მოგწონთ?

– ეს რეკლამა მოგწონს? – არანაირად… – რატომ? – უბრალოდ 🙂 დიალოგი მოგონილია, თუმც ხშირად გაიგონებთ მსგავსს…